Asus-მა ახალი Zenfone 6 წარადგინა და ყოველდღიურისადმი “განსხვავებულ მიდგომას” გვთავაზობს

დაბრუნება Posts

Asus-მა ახალი Zenfone 6 წარადგინა და ყოველდღიურისადმი “განსხვავებულ მიდგომას” გვთავაზობს


დღევანდელი მომხმარებელი სმარტფონისგან მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მოითხოვს და შესაბამისად თითქმის ყველა კომპანიის ფლაგმანს ერთნაირი ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

სწორედ ამიტომ, არჩევანის გაკეთებისას დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ექცევა იმ წვრილმან დეტალებს რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს.

ყველა მწარმოებელი ცდილობს, რომ თავის მომხმარებელს რაღაც უნიკალური და სხვებისგან განსხვავებული შესთავაზოს. მაგალითად iPhone, რომელმაც ეკრანის ზომის გაზრდის მიზნით მისი ცნობილი ნახევარკუნძული შემოგვთავაზა, Huawei, რომელმაც ნახევარკუნძული მინიმუმამდე შეამცირა და მხოლოდ კამერისთვის საკმარისი ზომა დატოვა, Samsung-მა კი ნახევარკუნძულების მიდგომა საერთოდაც შემდეგ საფეხურზე გადაიყვანა და ეკრანში ლაზერით დამუშავებულ ჭრილში განათავსა კამერა, თუმცა არიან ისეთი ბრენდები, რომლებმაც საერთოდაც უარი თქვეს ჭრილებზე და სრულიად უსაზღვრო ეკრანებს გვთავაზობენ. ამის ნათელი მაგალითი Vivo Nex S-ია, რომელმაც მოტორიზებული, კორპუსიდან ამოსაწევი კამერა შემოგვთავაზა და მას შემდეგ სავარაუდოდ ყველაზე წარმატებული შედეგი ამ დიზაინის კუთხით OnePlus არის, რომელმაც ასევე ავტომატიზირებული კამერა შემოგვთავაზა თავის უახლეს ფლაგმანში OnePlus 7 Pro-ში.

ალბათ შეამჩნევდით, რომ სმარტფონების დიზაინის შექმნისას საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მიმდინარე ტრენდები და ამიტომ, არა მხოლოდ ერთნაირი ტექნიკური მახასიათებლების მქონე, არამედ ვიზუალურადაც ძალიან მსგავს მოწყობილობებს ვიღებთ. შედეგად ყველა მწარმოებელი ცდილობს ყოველდღიური დიზაინში რაღაც უნიკალური შემოგვთავაზოს და ამის ნათელი მაგალითია ახლახანს წარდგენილი Asus Zenfone 6.

ჭრილების, ნახევარკუნძულიების და სტანდარტული მოტორიზებული კამერის ნაცვლად Asus-მა თავის უახლეს ფლაგმანში მბრუნავი კამერები შემოგვთავაზა. რა თქმა უნდა ეს ბევრისთვის შეიძლება ესთეტიკურად არა მიმზიდველი იყოს, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ძალიან თვალში საცემია და ამ ფუნქციის უყურადღებოდ დატოვება თითქმის შეუძლებელია.

მსგავსი დიზაინის კამერა, გარდა იმისა, რომ იძლევა საშუალებას ისაზღვრო ეკრანი გვქონდეს დამატებით ფუნქციებსაც ითავსებს. Asus საშუალებას გვაძლევს ხელით ვაკონტროლოთ კამერის მოძრავი მექანიზმი და იმდენი გრადუსით მოვატრიალოთ რამდენიც მოგვინდება, ასევე აქვს სახის მიდევნების ფუნქცია, სადაც კამერა ავტომატურად იმოძრავებს და ობიექტს ყოველთვის კადრის ცენტრში მოაქცევს. დამატებით დადებითი მხარე კი ის არის, რომ სელფი კამერის ფუნქციას ძირითადი სენსორები ასრულებენ და შედეგად არ ვკარგავთ ხარისხს, როგორც ეს ძირითადად წინა კამერებს ახასიათებთ.

თუ რამდენად გაამართლებს მსგავსი დიზაინი და რამდენად პრაქტიკული აღმოჩნდება ყოველდღიური მოხმარებისას, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts