Asus-მა ახალი 4K რეზოლუციის მქონე ლეპტოპი წარადგინა

დაბრუნება Posts

Asus-მა ახალი 4K რეზოლუციის მქონე ლეპტოპი წარადგინა


Asus-მა კომპიუტერული ტექნიკის გამოფენა Computex-ზე ახალი ლეპტოპი წარადგინა, რომელიც ორი 4K ეკრანით არის აღჭურვილი – დიაგონალზე 38 სმ-იანი OLED პანელით და ScreenPad Plus-ით, რომელიც ლეპტოპის კლავიატურასთან არის განლაგებული. 
 

ZenBook Pro Duo-ის სურათის შედეგი


Apple-ის MacBook-ის Touch Bar-ისგან განსხვავებით, ScreenPad Plus ფუნქციურად კლავიატურის არცერთ ნაწილს არ ანაცვლებს, არამედ ლეპტოპის დიზაინში სრულყოფილ, escape ღილაკიან კლავიატურასთან ერთად გვხვდება. კლავიატურასთან ინტეგრირებული ეკრანის მქონე ლეპტოპი გასულ კვირას HP-მაც წარადგინა, თუმცა მისი მეორე ეკრანის ზომა ScreenPad Plus-თან შედარებით ბევრად პატარაა. ScreenPad Plus-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც კონტროლის მეორად პანელად, ასევე ცალკეულ მონიტორად. მისი გამოყენება ასევე შეიძლება ძირითადი ეკრანის გაგრძელების სახით. 

Asus-ის ახალ ლეპტოპს რვა ბირთვიანი Intel Core i9 პროცესორი და Nvidia RTX 2060 ვიდეო ბარათი აქვს. Computex-ს 1 ტერაბაიტიანი და 32GB-იანი DDR4 ოპერატიული მეხსიერება აქვს. 

ჯერ უცნობია როდის გამოჩნდება დახლებზე და რა ეღირება ტაივანის მულტინაციონალური ელექტროტექნიკის კომპანიის ახალი პროდუქტი.


გააზიარე

დაბრუნება Posts