Apple-მა და Google-მა ინდოეთში TikTok აპლიკაცია დაბლოკეს

დაბრუნება Posts

Apple-მა და Google-მა ინდოეთში TikTok აპლიკაცია დაბლოკეს


Apple-მა და Google-მა ინდოეთის მასშტაბით აპლიკაცია TikTok-ი დაბლოკეს.

tiktok-ის სურათის შედეგი

აპლიკაცია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებშია, ვიდეოების შექმნასა და მათ ქსელში გაზიარების საშუალებას იძლევა.

ტექნოლოგიური კომპანიების მიერ TikTok-ის დაბლოკვა ინდოეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა. მადრასის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აპლიკაციაში შეუფერებელი კონტენტი იდებოდა, რაც პორნოგრაფიის გავრცელებს უწყობდა ხელს.

TikTok-ის მფლობელმა ჩინურმა კომპანიამ ByteDance-მა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა ინდოეთის უზენაესმა სასამართლოს მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა.TikTok-ს ინდოეთში 120 მილიონზე მეტი, მსოფლიოს მასშტაბით კი 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. TikTok-ზე მოზარდები ცეკვისა და სიმღერის ამსახველ და მოკლე კომედიურ ვიდეოებს აქვეყნებენ. 

აპლიკაცია აქამდე ბანგლადეშშიც იყო აკრძალული, აშშ-ში კი მისი მფლობელი კომპანია ბავშვების შესახებ ინფორმაციის არალეგალურად შეგროვებისთვის დააჯარიმეს. 


გააზიარე

დაბრუნება Posts