შესაძლოა Google Pixel 4-ში დიზაინის რადიკალური ცვლილება ვიხილოთ!

დაბრუნება Posts

შესაძლოა Google Pixel 4-ში დიზაინის რადიკალური ცვლილება ვიხილოთ!


დაახლოებით 4 თვე რჩება, სანამ Google-ი თავისი Pixel სერიის მეოთხე თაობის სმარტფონების სერიას წარადგენს, თუმცა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს რადიკალურად დიდ სიახლეებს უნდა ველოდოთ.

Pixel 4-ში შესაძლოა ფიზიკური ღილაკები გაუქმდეს!

სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ Pixel 4-ში Google-ი გეგმავს ფიზიკური ღილაკების გაუქმებას და მათ სენსორული გვერდითა პანელებით ჩანაცვლებას – შედეგად მივიღებთ უწყვეტ და იდეალურად გლუვ ალუმინის ჩარჩოს, რომელიც შეუმჩნევლად გარს ეკვრება შუშის წინა და უკანა პანელებს, რაც არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ფიზიკურადაც სასიამოვნო მოსახმარია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სენსორული პანელის ზომა მხოლოდ მწარმოებელის სურვილზეა დამოკიდებული და შესაძლოა, როგორც ერთი კონკრეტული წერტილი ასევე მთლიანი მარჯვენა, ან მარცხენა პანელი იყოს სენსორული, ეს კი დიდ შესაძლებლობებს იძლევა ფუნქციური ღილაკების განთავსებაში.

არ არის გამორიცხული, რომ წნეხის მგრძნობიარე გვერდითა პანელები კვლავ ხელმისაწვდომი დარჩეს სმარტფონის მე-4 სერიაში და ამჯერად დამატებითი ფუნქციებიც კი შეიძინოს.

ზუსტი მიზეზი, თუ რატომ აუქმებს Google-ი ფიზიკურ ღილაკებს არ ვიცით, თუმცა შესაძლოა, მსგავსმა გადაწყვეტილებამ გაამარტივოს სმარტფონის აწყობა და მისი წყალგამძლეობის რეიტინგიც კი გაზარდოს, რადგან კორპუსში ნაკლები ჭრილები იქნება, რაც თავისთავად მოწყობლობას უფრო გამძლეს და მტკიცეს გახდის.

მიზეზების მიუხედავად, მსგავსი გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვება მომხმარებლების დიდი კრიტიკა.

დიზაინის ცვლილება წინა კამერების განლაგებასაც შეეხება და ეს სავარაუდოდ ყველასთვის დადებითი სიახლე უნდა იყოს. აღარ იარსებებს Pixel 3 XL-ის არასასიამოვნოდ ცნობილი, უზარმაზარი ნახევარკუნძული და ამჯერად ეკრანში ლაზერულად დამუშავებულ ნახვრეტში განთავსდება წინა კამერა და სენსორები, როგორც ეს Samsung-მა თავის ბოლო თაობის ფლაგმანებში გააკეთა.

ადგილზე რჩება ეკრანის ზედა და ქვედა ნაწილში განთავსებული სტერეო დინამიკები, ხოლო სტანდარტულად უკან განთავსებულ თითის ანაბეჭდის წამკითხველ სენსორს ჩაანაცვლებს ეკარანში ჩაშენებული სენსორი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რა ტიპის სკანერს გამოიყენებს Google-ი, ულტრაბგერითს, როგორც Samsung-ი თუ ოპტიკურს, როგორც ყველა სხვა ბრენდი.

სავარაუდოდ ყველაზე დიდი ცვლილება გველის კამერის მხრივ და შევხვდებით პირველ Pixel-ის ტელეფონს, რომელიც 2 ძირითად კამერას გამოიყენებს. ჯერჯერობით  არ არის ცნობილი მეორე სენსორი ტელფოტო თუ ულტრა-ფართო კუთხოვანი ლინზებით იქნება აღჭუურვილი, თუმცა ნებისმიერ შემთხევაში უნდა ველოდოთ ყველა სხვა მწარმოებლისგან განსხვავებულ და სავარაუდოდ ბევრად უკეთეს შედეგებს, როგორც Google-ი ამას აქამდე აკეთებდა.

ტექნიკური მახასიათებლები სტანდარული და წლევანდელი ფლაგმანებისთვის ანალოგიური იქნება, პროცესორად გამოყენებული იქნება Qualcomm-ის Snapdragon 855, მინიმუმ 128GB შიდა მეხსიერებით და პირველად Pixel-ის ისტორიაში 6GB ოპერატიული მეხსიერება და რა თქმა უნდა, ტელეფონის ყუთიდან ამოღებისთანავე Pixel 4 და Pixel 4 XL დაგვხვდება ანდროიდის ბოლო ვერსიით: Android 10 Q.

სრულ, ზუსტ და რეალურ ინფორმაციას დიზაინსა და მონაცემებზე კი ოქტომბერში, Pixel-ების პრეზენტაციაზე გავიგებთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts