რა სიახლე წარმოგვიდგინა Facebook-მა F8 ღონისძიებაზე

დაბრუნება Posts

რა სიახლე წარმოგვიდგინა Facebook-მა F8 ღონისძიებაზე


Facebook-ის განცხადებით, სოციალური ქსელის დიზაინი შეიცვლება. დიზაინის ცვლილებასთან ერთად კომპანია განახლებებს გეგმავს Messenger-სა და WhatsApp-ში. ამის შესახებ Facebook-მა F8 კონფერენციაზე განაცხდა,

მნიშვნელოვანი განახლება შეეხება ასევე სოციალური ქსელის ვებ-გვერდსაც, ე.წ. Home Page-ი რომელიც კომპიუტერის ეკრანზე ჩანს სრულად შეიცვლება. ასევე Zuckerberg-ის თქმით, აპლიკაცია ლურჯი ფერის აღარ იქნება. ეს სიახლე ქსელში შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება.


ასევე სიახლე შეეხება მობილურ აპლიკაციასაც, Mark-ის თქმით ახლა ის მეტად დახვეწილი და ფუნქციონალიზებული გახდება ვიდრე ეს ადრე იყო.

30 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე Facebook-ს არ გამორჩენია Instagram-იც. სოციალურ ქსელს Instagram-ს, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, სამი ძირითადი სიახლე ემატება: პროდუქციის აპლიკაციიდან ყიდვა, შემოწირულებების ფუნქცია და კამერის განახლებული ინტერფეისი.

კონკრეტულ პროდუქტზე ფასის მონიშვნის ფუნქციას Mastercard-ით, Visa ბარათით, American Express-ით, Discover-ითა და PayPal-ით გადახდის ფუნქცია ემატება და მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტული პროდუქტი სხვადასხვა ბრენდისგან და ცნობილი ადამიანისგან იყიდონ.

კიდევ ერთი სიახლე, Instagram-ის კამერას შეეხო. ცნობილი გახდა, რომ სრულად იცვლება აპლიკაციის კამერის ინტერფეისი. როგორც კონფერენციაზე განაცხადეს, ახალი კამერით კიდევ უფრო გამარტივდება ეფექტების გამოყენება. 


გააზიარე

დაბრუნება Posts