მალე WhatsApp-ში გადახდების სერვისი ამოქმედდება

დაბრუნება Posts

მალე WhatsApp-ში გადახდების სერვისი ამოქმედდება


კომპანია Facebook-ი გეგმავს WhatsApp-ისთვის და Messenger-ისთვის ლონდონში მობილური გადახდების სერვისის განვითარების ცენტრის გახსნას.

სწორედ ინგლისის დედაქალაქში გეგმავენ ტექნოლოგები გადახდების ახალი ფუნქციის გამოცდას. ამ პროექტისთვის კომპანიამ 100 ინჟინერ-პროგრამისტი დაიქირავა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ Brexit-ის სირთულეები მათ არ აშინებთ, რადგან WhatsApp-ი და Messenger-ი ლონდონში ძალიან პოპულარულია.

მას შემდეგ, რაც  Facebook-მა 2014 წელს WhatsApp-ი შეიძინა, კომპანია ეძებს საშუალებას, რომ მისი მონეტიზაცია მოახდინოს როგორმე.


გააზიარე

დაბრუნება Posts