გერმანიაში საპილოტე ელექტრონული ავტობანი გაიხსნა

დაბრუნება Posts

გერმანიაში საპილოტე ელექტრონული ავტობანი გაიხსნა


ეს ინოვაციური პროექტი ჰესენის მაგისტრალზე გაიხსნა. პირველი ელექტრონული ავტობანი წარმოადგენს ტრამვაის ხაზების მსგავსი ელექტროგაყვანილობას ავტომაგისტრალზე, რომლის დახმარებითაც მოდიფიცირებული სატვირთო მანქანები ივლიან. ამ ეტაპზე საპილოტე ხაზის სიგრძე 14 კილომეტრს შეადგენს .

პროექტის სახელწოდებაა E-Highway და ის გერმანიის კლიმატის დაცვის ფონდის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ბიუჯეტი ჰესენში 14,6 მილიონ ევროს შეადგენს. საჭირო თანხა ქვეყნის ბუნების დაცვის სამინისტრომ გამოყო. უწყების ცნობით კი მსგავსი მექანიზმები ჰაერის დაბინძურებას შეამცირებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts