SES-ის 2018 წლის სატელიტური კვლევის შედეგები უკვე ცნობილია

დაბრუნება Posts

SES-ის 2018 წლის სატელიტური კვლევის შედეგები უკვე ცნობილია


10 აპრილს ჩატარებულ ღონისძიებაზე კომპანია SES-მა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან სატელიტურ ოპერატორს, გამართა პრეს-ღონისძიება. შეხვედრის მიზანი იყო SES-ის მიერ ჩატარებული Satellite Monitor კვლევის შედეგების გაცნობა და ასევე HD ტექნოლოგიის განვითარების მიმოხილვა.

SES-ის ყოველწლიური საბაზრო კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიის ტექნიკური წვდომა გაუმჯობესდა ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და აფრიკაში. აფრიკაში, კერძოდ კენიაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 2 მილიონ ოჯახზე მეტი დამოკიდებულია SES-ზე სატელევიზიო მომსახურების მისაღებად. ევროპაში სატელიტური მაუწყებლობა, განსაკუთრებით პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა (DTH), რჩება სატელევიზიო სიგნალის მიღების ძირითად საშუალებად და ტექნოლოგიად. SES-ი ემსახურება 167 მილიონ სატელევიზიო ოჯახს მთელ კონტინენტზე. SES-ი ასევე აწვდის ვიდეო-მომსახურებას 72 მილიონ ოჯახს ჩრდილოეთ ამერიკაში, მეტწილად მნიშვნელოვანი ამერიკული საკაბელო ოპერატორების მეშვეობით. SES-ი ასევე აგრძელებს ტექნიკურ გაფართოებას სხვა ბაზრებზეც. ამჟამად, ის ჯამში 102.6 მილიონ ოჯახს ემსახურება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში.

რაც შეეხება საქართველოს SES-ის 2018 წლის ბოლოსთვის ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამგზავრი კვლავაც ლიდერობს ქართულ სატელევიზიო ბაზარზე და მას გააჩნია პირდაპირი წვდომა ოჯახების 38%-ზე, რაც შეადგენს პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მქონე 410 000 ოჯახზე მეტს. შედარებისთვის, სიგნალის მიღების სხვა საშუალებები შეადგენს: მიწისზედა ტელევიზია – 11%-ით, საკაბელო ტელევიზია – 14%-ით და IPTV ტელევიზია – 37%-ით. 2018 წლის შედეგებით, SES-ი მომსახურებას უწევს სატელევიზიო ოჯახების ორ მესამედს საქართველოში, კერძოდ კი 670,000 ოჯახს. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 560,000 ოჯახს შეადგენდა. კვლევის შედეგები ასევე გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა სტანდარტული გაფართოების ეკრანებზე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირებულია და სულ უფრო და უფრო ზრდადია მოთხოვნა HD და Ultra HD ეკრანებზე. საქართველოში 2018 წლის მონაცემებით სატელევიზიო ოჯახების 44.4% აქვს HD და 15.3% Ultra HD გაფართოების ეკრანი, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია – 40.5% და 10.6%.

შეგახსენებთ რომ 10 აპრილს კომპანია SES-მა თბილისში გამართა პრეს-ღონისძიება რომელსაც ესწრებოდნენ : Ricardo Topham (რიკარდო ტოპჰემი) –  SES-ის  ბაზრის მკვლევარი და უფროსი ბიზნეს-ანალიტიკოსი და Daniel Cop (დენიელ კოპი) – SES-ის  გენერალური მენეჯერი გაყიდვების მიმართულებით, სკანდინავიის, ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.


გააზიარე

დაბრუნება Posts