Samsung-მა გიგანტური ტაბლეტი Galaxy View 2 გამოუშვა

დაბრუნება Posts

Samsung-მა გიგანტური ტაბლეტი Galaxy View 2 გამოუშვა


Samsung-მა განახლებული ტაბლეტი Galaxy View 2 გამოუშვა, რომელის შემადგენლობაშიც შედის 17.3 ინჩიანი ეკრანი Full HD გაფართოებით . ზომიდან გამომდინარე, ახალ ტაბლეტს შესაძლოა პორტატული ტელევიზორიც ვუწოდოთ. როგორც მოწყობილობის სახელიდაც ჩანს, ეს კომპანიის მიერ გამოშვებული ტაბლეტის და ტელევიზორის ჰიბრიდის მეორე ვერსიაა. Galaxy View-ის პირველი ვერსია სამსუნგმა 2015 წელს გამოუშვა. 

Galaxy View 2 გიგანტურ ეკრანთან ერთად 12,000 მილიამპერიანი ელემენტით არის აღჭურვილი და მას 3GB ოპერატიული და 64GB შიდა მეხსიერება აქვს. ტაბლეტს მხოლოდ წინა, 5 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ტელევიზორის ზომის ტაბლეტის უკანა კამერით ფოტოს გადაღება არც თუ ისე მოსახერხებელი იქნებოდა.

ასევე მის შემდგენლობაში შედის: Type-C პორტი და Dolby Atmos-ის მიერ დარეგულირებული დინამიკები. გაგიკვირდებად და ეს უზარმაზარი ტაბლეტი არა ორი, არამედ, ოთხი დიანმიკითაა აღჭურვილი რომლის მოსმენაც ერთი დიდი სამოვნება გახლავთ.

Samsung Galaxy View 2 უკვე გაყიდვაშია და მისი ფასი 740 დოლარია.


გააზიარე

დაბრუნება Posts