LG სამხრეთ კორეაში სმარტფონების საწარმოს ხურავს

დაბრუნება Posts

LG სამხრეთ კორეაში სმარტფონების საწარმოს ხურავს


გიგანტი კომპანიები როგორიცაა: Samsung-ი, Apple-ი და Huawei სმარტფონების ბაზრის უდავო ლიდერები არიან. მაგრამ ასეთ კონკურენციას ყველა ბრენდი ვერ უძლებს, ამიტომ ისინი გარკვეულ შემთხვევაში დათმობებზე მიდიან. სწორედ ამ კონკურენციას ემსხვერპლა LG რადგან, მათი
გაყიდვების მაჩვენებლები წლიდან წლამდე კლებულობს, რის შედეგადაც კომპანიამ გადაწყვიტა დახუროს ქარხანა, რომელიც მათ სამშობლოშია განთავსებული.

გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ხარჯების შემცირებაა და მათი მობილური ბიზნესის ოპტიმიზაციაა. კორეაში უმთავრესად მათი ფლაგმანები იწარმოებოდა, რომლებიც აწი უკვე ვიეტნამში გადავა.

შეგახსენებთ რომ გასულ წელს ეს ნაბიჯი Samsung-მაც გადადგა, რის გამოც ჩინეთში მდებარე ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო დახურა. ხოლო ყურადღება კი ინდოეთში მდებარე საწარმოზე გადაიტანა.



გააზიარე

დაბრუნება Posts