Galaxy A-სერიას კიდევ ორი ახალი წევრი შეემატა!

დაბრუნება Posts

Galaxy A-სერიას კიდევ ორი ახალი წევრი შეემატა!


Samsung-მა ბანკოკში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა ორი ახალი A-სერიის წევრი: Galaxy A70 & A80. ღონისძიების ორგანიზატორებმა ახალი სმარტფონების ვრცლად ტექნიკურ მახასიათებლებზე არ უსაუბრიად და მთავარი აქცენტი უჩვეულო, მბრუნავ კამერაზე გააკეთეს. ამასთან, სმარტფონი გახდა Samsung-ის პირველი მოწყობილობა, რომელსაც სმარტფონის უმეტესი ნაწილი ეკრანს უკავია.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ამ სმარტფონების ტექნიკურ მახასიათებლებსა და მონაცემებს. მაშ ასე დავიწყოთ:

Galaxy A70

მის შემადგენლობაშია: Qualcomm-ის მიერ დამზადებული Snapdragon 675-ის ჩიფსეტი, 6/8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და გიგანტური 4500 მილიამპერიანი ბატარია. Galaxy A70 წარმოდგენილი არის 6.7 ინჩიანი 19:9 ფორმატისა და Full HD+ რეზოლუციის AMOELD ტიპის ეკრანით.

რაც შეეხება მის კამერებს მას გააჩნია 32 მეგაპიქსელიანი ფართო ხედვის სელფის კამერა F/2.2 დიაფრაგმით, ხოლო მის უკანა პანელზე კი განლაგებულია სამი მთავარი: 32, 8 და 5 მეგაპიქსელიანი კამერები.

Galaxy A70 ხელმისაწვდომი გახდება 26 აპრილიდან მისი ფასი კი გავრცელებული ინფორმაციით შეადგენს 420 ევროს.

Galaxy A80

მის შემადგენლობაშია 6.7 დიუმიანი 19.5:9 ფორმატიანი FULL HD+ რეზოლუციის AMOLED ეკრანი, Qualcomm-ის მიერი დამზადებული 730-ის ჩიფსეტი, 8 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, 3700 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამხუტვის მხარდაჭერით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი ეკრანშია ჩაშენებული, USB Type C პორტი და Android 9.0 ოპერაციული სისტემა OneUI მოდიფიციურებული ვერსიით. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს Samsung-მა გადადგა ეს ნაბიჯი და A80-ში ახლა უკვე არ გვხვდება აუდიო ჯეკი და ასევე ამოღებულია მეხსიერების ბარათის სლოტიც.

რაც შეეხება მის კამერებს მას აქვს მექანიზირებული კამერის სისტემა რომლის დახმარებითაც სმარტფონის წინა ნაწილის უმეტესი ნაწილი სმარტფონის ეკრანს უკავია. იგი აღჭურვილია სამი კამერით: 8 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო F2.2 დიაფრაგმიანი ლინზებით, 48 მეგაპიქსელიანი RGB  გიგანტური 1/1.7 დიუმის ზომის სენსორით, გიგანტური 1.70 მიკრონის ზომის პიქსელებით, სენსორი F2.0 დიაფრაგმიანი ლინზებით და TOF- კამერა რომლის მახასიათებლები ჯერ-ჯერობით უცნობია. აქ ასევე გვხდება 4K ვიდეო გადაღება, სუპერ SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში, ელექტრონული სტაბილიზაცია ოპტიკური სტაბილიზაცია.

Galaxy A80 ხელმისაწვდომი გახდება 29 მაისიდან მისი ფასი კი დაახ. 680 ევროს შეადგენს.

ასევე, ორივე სმარტფონის შემადგენლობაშია Type-C 1.0 პორტი, სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია რადიო და NFC ტექნოლოგია .


გააზიარე

დაბრუნება Posts