Facebook-იდან ინფორმაციის გაჟონვის გამო შესაძლოა Zuckerberg-მა პასუხი აგოს

დაბრუნება Posts

Facebook-იდან ინფორმაციის გაჟონვის გამო შესაძლოა Zuckerberg-მა პასუხი აგოს


Mark Zuckerberg-ს Facebook-იდან მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვის გამო შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს.

გამოძიებას ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica -ს სკანდალთან დაკავშირებით, საქმეს აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, Zuckerberg-ს შესაძლოა უშუალოდ დაეკისროს პასუხისმგებლობა ყველა პრობლემაზე, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას უკავშირდება. 

ამდენი ხნის განმავლობაში Facebook-თან დაკავშირებულ პრობლემების სანაცვლოდ Zuckerberg-ს ერთხელაც არ დაკისრებია შესაბამისი სასჯელი ახლა კი აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ Facebook-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო.

რამდენადაც ინფორმაცია ვრცელდება, Facebook-მა კომპანიებთან  Apple, Amazon, Microsoft და Sony ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება დადო. Facebook-ის აქციონერების ნაწილი კი მოითხოვს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი Mark Zuckerberg-ი კომპანიის მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს.


გააზიარე

დაბრუნება Posts