James Bond-ი ელექტრომობილზე გადადის

დაბრუნება Posts

James Bond-ი ელექტრომობილზე გადადის


გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებები მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს აღელვებს. მათ შორის თავად James Bond-საც. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ფილმში, რომელიც 2020 წელს გამოვა, აგენტი 007 ელექტრომობილს მართავს. Bond-ის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის არჩევის იდეა მოიწონეს პროდიუსერებმაც და თავად აგენტის როლის შემსრულებელმა Daniel Craig-მა. თუმცა ყველაზე დიდი ენთუზიაზმი ფილმის რეჟისორმა Cary Fukunaga-მ გამოიჩინა.


James Bond-ის ავტომობილს ფილმში ყოველთვის დიდი ყურადღება ენიჭება. ამიტომაც Bond-ისთვის ამჯერადაც იშვიათი და ძვირადღირებული მოდელი შეარჩიეს. ბრიტანელი აგენტის ელექტრომობილი ახალ ფილმში Aston Martin Rapide E იქნება, რომლის ღირებულებაც 250 ათასი გირვანქა სტერლინგს შადგენს. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა ამ მოდელის მხოლოდ 155 ეგზემპლარი გამოუშვა. Aston Martin, როგორც Bond-ის ავტომობილი პირველად ჯერ კიდევ 1964 წელს ფილმ Goldfinger-ში გამოჩნდა. მაშინ აგენტის ავტომობილი, რომლის როლსაც  Shon koneri ასრულებდა, Aston Martin DB 5 იყო.

შეგახსენებთ რომ James Bond-ის რიგით ოცდამეხუთე ფილმის გადაღება 2019 წლის აპრილს დაიწყო.


გააზიარე

დაბრუნება Posts