პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შესაძლოა Assassin Creed-ის მიხედვით აღადგინონ

დაბრუნება Posts

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შესაძლოა Assassin Creed-ის მიხედვით აღადგინონ


დღემდე ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია რომ ვიდეო თამაშები მხოლოდ გასართობი საშუალებაა და დროის ფუჭი ფლანგვაა. თუმცა, ყველანი ვთანხმდებით რომ ეს სფეროც დღითი დღე ფართოვდება და დიდ დატვირთვას იძენს. მეტსაც გეტყვით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ არსებობს ვარაუდი რომ მისი აღდგენა სწორედ ცნობილი ვიდეო თამაშის Assasin creed-ის მიხედვით მოხდება.

საქმე ის გახლავთ რომ ეს თამაში ერთადერთია სადაც ზედმიწევნით და თითქმის იდეალური სიზუზტითაა წარმოდგენილი ნოტრ-დამი. Ubisoft-ი სწორედ ის კომპანიაა რომელიც ცნობილია, ისტორიული მოვლენებითა და პერსონაჟების თითქმის იდეალური გაცოცხლებით.

შეგახსენებთ რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 15 აპრილს კატასტროფულმა ხანძარმა მოიცვა. ცეცხლმა ტაძრის სახურავი გაანადგურა და საგრძნობლად დააზიანა შიდა ფასადი. 


გააზიარე

დაბრუნება Posts