Google Pixel 4 XL-ის ოფიციალური დიზიანი ცნობილია!

დაბრუნება Posts

Google Pixel 4 XL-ის ოფიციალური დიზიანი ცნობილია!


ჯერ კიდევ, 5 თვეა გასული რაც Google-მა წარადგინა მისი ფლაგმანური სმარტფონები: Pixel 3 და Pixel 3 XL ახლა კი სულ რამოდენიმე საათის წინ გავრცელდა Pixel 4 XL-ის ფოტო სადაც ნათლად ვხედავთ რომ Google-ის შემდეგ სმარტფონს უკანა პანელზე გააჩნია 2 მთავარი კამერა, ძალზედ გასაკვირი ფაქტია რადგან, Google დასცინოდა ისეთ ბრენდებს რომლებიც თავიანთ სმარტფონებში იყენებდნენ 2 მთავარ კამერას და ის ყველგან უთითებდა რომ მეორე კამერა სულაც არ იყო საჭირო.

რაც შეეხება მის წინა ნაწილს აქ ქვხვდება ორმაგი კამერის სისტემა, ასევე შენარჩუნებულია სტერეო დინამიკები და ახლა უკვე თითის ბიომეტრიული სკანერი ეკრანში იქნება ჩაშენებული! თუმცა ტექნოლოგია უცნობია, ეს იქნება ბიომეტრიული თუ ულტარბგერით სენსორი რაც უკანაასკნელი Samsung-მა გამოიყენა პირველად მის ფლგმანურ სერიაში.

Google-მა ჩვენთვის კიდევ ერთი სიახლე მოგვიმზადა მან FCC-ზე ახალი ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც გულისხმობს ეკრანის ფუნქციონირებას თითის შეხების გარეშე. მსგავსი ტექნოლოგია 2012 წელს Sony-ს სმარტფონე Xperia Sola-ზე ვიხილეთ პირველად, ხოლო 2013 წელს Samsung-მა Galaxy S4-ზე შემოგვთავაზა. სულ ახლახანს კი LG-იმ წარმოადგინა ეს ტექნოლოგია G8-ში თუმცა მას ბევრი ხარვეზები აქვს და ვიმედოვნებთ რომ სისტემური განახლებებით მოგვარდება. თუმცა Google-ის შემთხვევაში განსხვავებულ ტექნოლოგიასთან გვაქვს საქმე Project Soli-ს სახელით. ჯერ-ჯერობით უცნობია დეტალური მახასიათებლები, თუმცა პროექტის მიხედვით ფაილში ვკითხულოთ, რომ ეკრანზე მუშაობის განხორციელება სრულიად ჟესტური იქნება, საერთოდ არ მოგვიწევს შევეხოთ ეკრანს, მისი მართვა ჰაერში ხელის მოძრაობით იქნება შესაძლებელი. ტექნოლოგია 57-დან 64-მდე  გიგაჰერც სიხშირეზე იფუნქციონირებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts