Twitter-მა 330 მილიონი მომხმარებლის პაროლი გამოააშკარავა
Twitter სოციალური ქსელის მომხმარებლებს დღეს დილით უცნაური შეტყობინება დახვდათ, რომელიც უბიძგებს ხალხს სასწრაფოდ შეცვალონ თავისი აქაუნთების პაროლი.
როგორც კომპანია აღნიშნავს, მათ თავიანთ სისტემებში გრანდიოზული შეცდომა, ე.წ “ბაგი” აღმოაჩინეს, რომელიც 330 მილიონამდე ადამიანის პაროლს მასკირების გარეშე ინახავდა, სხვა სიტყვებით – ჩვეულებრივ ტექსტში, ყველანაირი შიფრირების გარეშე.
ბაგი მოხდა ჰეშინგის პროცესის შეცდომაში, რომელიც წესით ტექსტს უნდა აქცევდეს სიმბოლოებში და შიფრავდეს მას, მაგრამ ის სამწუხაროდ გაფუჭებული იყო და მთელი ეს დრო არასწორად მუშაობდა.
Twitter-ი ყველა თავის მომხმარებელს ურჩევს, რომ სასწრაფოდ შეცვალონ პაროლი. ასევე შეცვალონ პაროლი Twitter-თან დაკავშირებულ მესამე ხარისხოვან აპლიკაციებზე, სადაც იმავე პაროლს იყენებდნენ.
We recently found a bug that stored passwords unmasked in an internal log. We fixed the bug and have no indication of a breach or misuse by anyone. As a precaution, consider changing your password on all services where you’ve used this password. https://t.co/RyEDvQOTaZ
— Twitter Support (@TwitterSupport) May 3, 2018