Messenger-ის განახლებული და გამარტივებული სამომხმარებლო ინტერფეისი

დაბრუნება Posts

Messenger-ის განახლებული და გამარტივებული სამომხმარებლო ინტერფეისი



სოციალური ქსელი უმეტესობა ჩვენგანისთვის ერთ-ერთ ყველაზე კარგ საურთიერთობო საშუალებას წარმოადგენს. ინტერნეტ-სივრცემ მსოფლიო დააპატარავა და ადამიანებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მარტივი გახადა.

Facebook-ის, როგორც ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Messenger-ის სრულ დიზაინერულ ცვლილებას გეგმავენ, მისი აზრით მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს მიმოწერა, რათა მომხმარებლებმა ყველანაირი რეკლამებისა და უსარგებლო ფუნქციების გარეშე შეძლონ მეგობრებთან კონტაქტი.

“მიმოწერისას ნებისმიერ თქვენგანს სურს მაქსიმალურად სწრაფი და მარტივი სამომხმარებლო ინტერფეისი, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ Messenger-ის დიზაინერულ ცვლილებას, რათა ვფოკუსირდეთ ამ იდეაზე”

მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ცვლილებები ძალიან მალე განხორციელდება, რადგან Facebook-ი ამ საკითხზე წლის დასაწყისიდან მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტივ და სწრაფ ინტერფეისთან ერთად Messenger-ში შავ თემასაც ვიხილავთ, ამას თავად დეველოპერებიც ადასტურებენ.  შავი თემა გაზრდის სმარტფონის ენერგოეფექტურობას და აპლიკაციას თვალისთვის ბევრად კომფორტულს გახდის.

ძალიან მალე დავივიწყებთ შემაწუხებელ რეკლამებს, უაზრო ფუნქციებს, თამაშებს, დამაბნეველ ინტერფეისს და მაქსიმალურად მარტივად ვიმესიჯებთ მეგობრებთან.

აშკარაა, რომ Facebook-ის დეველოპერების მთავარი მიზანია Messenger-ი აქციონ მარტივ აპლიკაციად, რომელიც ორიენტირებული იქნება ურთიერთობაზე და არა უაზრო სერვისებზე, როგორიცაა თამაშები, რეკლამები და სხვა.

აღნიშნურ სერვის ყოველდღე მილიარდობით ადამიანი იყენებს და დამეთანხმებით, რომ Facebook-იც და Messenger-იც ნელ-ნელა უამრავი “ნაგავით” ივსება, რაც ამძიმებს როგორც აპლიკაციას, ისე ჩვენს სამომხმარებლო ექსპერიენსს.


გააზიარე

დაბრუნება Posts