Huawei Kirin 980 – პირველი 7 ნანომეტრიანი ჩიპსეტი

დაბრუნება Posts

Huawei Kirin 980 – პირველი 7 ნანომეტრიანი ჩიპსეტი


დაახლოებით 1 თვის წინ ინტერნეტ-სივრცეში Huawei Mate 20-ის ტესტების შედეგები გავრცელდა, სადაც Huawei-ის მომავალი ჩიპსეტიც ვიხილეთ და დავწრმუნდით, რომ სინთეტიკური ტესტებით იგი Snapdragon 845-ზე ძლიერიც კი არის. ახლა კი უფრო დეტალური ინფორმაციაც გვაქვს მასზე.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Kirin 980-ს Mate 20 Pro-ს წარდგენისას ვიხილავთ, ამა წლის მეორე ნახევარში. აღსანიშნავია ის, რომ იგი დამზადებული იქნება 7 ნანომეტრიანი არქიტექტურით TSMC-ს მიერ. როგორც მოგეხსენებათ, Apple-ი, Samsung-ი და Qualcomm-ი უკვე მუშაობენ ამ ტიპის ჩიპსეტებზე, მაგრამ Kirin 980-ს მათზე ადრე ვიხილავთ.

გასულ წელს Huawei-იმ პირველი ნეირონული პროცესორი, Kirin 970 წარადგინა, რომელიც თავისი AI შესაძლებლობებით დღესაც საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს 2018 წლის უახლეს ჩიპსეტებს. ცნობილია, რომ Kirin 980-ში კომპანია გამოიყენებს Cambricon-ის უახლეს 1M სერიის AI პროცესორს. შესაბამისად, მისგან გაუმჯობესებულ ენერგოეფექტურობას, ინტელექტსა და სიძლიერეს უნდა ველოდოთ. AI პროცესორის დახმარებით, სმარტფონებს შეუძლიათ სხვადასხვა ობიექტების ამოცნობა, ინფორმაციის დახარისხება, სისტემის სტაბილიზაცია, მისი სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა და სხვა მრავალი რამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ Kirin 980-ში შესაძლოა 5G ინტერნეტ კავშირიც ვიხილოთ, რადგან Huawei უკვე მუშაობს ამ ტექნოლოგიაზე. ცნობისთვის კომპანიამ ბოლო წლებში მომხმარებელს საკმაოდ ბევრი ინოვაცია შესთავაზა.


გააზიარე

დაბრუნება Posts