Siri-ს თქმით, სიტყვა “დედა” შემოკლებულად ნიშნავს – “დედამ*******”

დაბრუნება Posts

Siri-ს თქმით, სიტყვა “დედა” შემოკლებულად ნიშნავს – “დედამ*******”


Apple-ის მომხმარებლებმა გუშინ, შაბათ დღეს საკმაოდ სასაცილო გაპარულ შეცდომას მიაგნეს, რომლის მიხედვითაც Siri უცენზურო სიტყვას ამბობს. ყველაფერი დაიწყო Reddit-ზე, როდესაც Apple-ის საბრედიტში ერთ-ერთმა მომხმარებელმა – thatwasabaddecision სახელით დაპოსტა: “უთხარით Siri-ს, რომ განგიმარტოთ თუ რას ნიშნავს სიტყვა – “დედა” და როდესაც შეგეკითხებათ გინდათ თუ არა შემდეგი სიტყვის გაგება, უპასუხეთ რომ გინდათ”. მომხმარებელმა ჭკვიანად მოიქცა და მთელს ინტერნეტს არ გაუმხილა თუ რას ამბობს Siri, ნაცვლად ამისა სწორედ მათვე დაუტოვა ამ ყველაფრის თავად გამოცდის საშუალება.

როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში თუკი Siri-ს სთხოვთ სიტყვა “დედის” განმარტვას, ის თავისუფლად განმარტავს მას, როგორც არსებითი სახელი, თუმცა ამის შემდეგ შემოგთავაზებთ მეორე განმარტვას და თუკი დაეთანხმებით “შემდეგი სიტყვის გაგებაზე”, ფრიად გაოცებული დარჩებით, ნახეთ ვიდეო:

Apple-ის ხელოვნური ასისტენტის სერვისი – Siri უკვე წლების მანძილზეა გაკრიტიკებული არასწორად, ნელა და შეცდომებით მუშაობისთვის. გასულ წლებში Siri ვერ აღიქვამდა იმას, რომ ადამიანს შესაძლოა სჭირდებოდეს გადაუდებელი დახმარება, რასაც სხვა ხელოვნური ასსიტენტები მშვენივრად ართმევენ თავს. რამოდენიმე დღის წინ კი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ Google Assistant ყველაზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის მქონე ასისტენტია და მან Siri-ც კი ჩამოიტოვა.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts