Samsung Galaxy Note 8-ის სისტემური განახლებები დაიწყო

დაბრუნება Posts

Samsung Galaxy Note 8-ის სისტემური განახლებები დაიწყო


მაშინ, როდესაც მომხმარებლების ნაწილი უკვე სარგებლოს Android P-ს პირველი ანაწყობით, Samsung Galaxy Note 8 როგორც იქნა განახლდა Android 8.0 Oreo-ზე. შვიდ თვიანი ლოდინის შემდეგ აღნიშნული მოდელის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ განახლებული სისტემით.

ყველასთვის ცნობილია, რომ Samsung-ი ყოველთვის აგვიანებდა განახლებებს, თავიანთი სამომხმარებლო ინტერფეისის გამო. აღსანიშნავი ისიც, რომ Galaxy S8 და S8+ 11 თვის დაგვიანებით განახლდა, რაც Note-ის განახლებასთან შედარებით საკმაოდ დიდი დროა. გასულ წელს Google-მა კატეგორიულად მოითხოვა, რომ კომპანიებს თავიანთი ფლაგმანური სმარტფონები წლის ბოლომდე გაენახლებინათ, მაგრამ Samsung-მა ტრადიციას არ უღალატა და Android 8.0 თებერვალში ოფიციალურად ჩაუშვა S სერიის უკანასკნელ მოდელებში. ახლა კი Note-ის ჯერიც დადგა.

რა არის ახალი?

განახლებაში იხილავთ ყველა იმ ფუნქციას თუ დამატებას, რაც Galaxy S8-ის შემთხვევაში იყო. S Pen-ი კი კიდევ უფრო დახვეწილი და ფუნქციური გახდა. მთლიანად სისტემა ახლა ბევრად მოქნილი და სტაბილურია, მაგრამ  სუფთა Android-ის დონემდე კიდევ ბევრი უკლია, რადგან მას უამრავი დამატებითი ფუნქციის გამო ახასიათებს მიკრო ლაგები და ხანდახან შეფერხებებიც კი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ყველა ფლაგმანურ სმარტფონს Project treble-ს მხარდაჭერა ექნება, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფად განახლებას.

Note 8-ზე სისტემური განახლება უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად ყველა რეგიონზე მივა. მანამდე კი დაელოდეთ თქვენი სმარტფონის ახალ სიცოცხლეს.


გააზიარე

დაბრუნება Posts