Samsung-ი ინარჩუნებს ლიდერობას სმარტფონების გაყიდვების რაოდენობით

დაბრუნება Posts

Samsung-ი ინარჩუნებს ლიდერობას სმარტფონების გაყიდვების რაოდენობით


საერთაშორისო ინფორმაციულმა კორპორაციამ და Strategy Analytics-მა გაასაჯაროვეს კომპანიების მონაცემები 2017 წლის მეოთხე კვარტალსა და მთლიან წელს გაყიდული სმარტფონების მიხედვით. ამ მონაცემების მიხედვით Apple-მა მე-4 კვარტალში ყველაზე მეტი 77.3 მილიონი iPhone გაყიდა, მაგრამ მთლიანი წლის მაჩვენებლით Samsung-ი ლიდერობს 317.5 მილიონი გაყიდული სმარტფონით. მესამე ადგილს Huawei იკავებს 153 მილიონი სმარტფონით, რაც 14.2 მილიონით მეტია ვიდრე 2016 წლის მაჩვენებელი.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სმარტფონების ბაზარს ძირითადაც Samsung, Apple და Huawei ინაწილებენ შესაბამისად 21.1%, 14.3% და 10.1%-ით, ასევე თვალში საცემია OPPO-ს ბაზრის წილიც, რომელიც 5.9%-იდან 7.8%-მდე გაიზარდა. თუ დავაკვირდებით მონაცემებს დავინახავთ, რომ Apple სტაბილურობას ინარჩუნებს 2016-2017 წლებში, როცა სხვა კომპანიების გაყიდვების რაოდენობა და ბაზრის წილი ამ წლებში საკმაოდ გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Xiaomi-მ თითქმის გააორმაგა გაყიდული სმარტფონების მაჩვენებელი, 2017 წლის მე-4 კვარტალში მან 28.1 მილიონი სმარტფონი გაყიდა, 2016 წლის იმავე პერიოდში კი 14.3


გააზიარე

დაბრუნება Posts