Samsung-მა შეაჩერა Android Oreo-ს განახლება Galaxy S8-ისთვის

დაბრუნება Posts

Samsung-მა შეაჩერა Android Oreo-ს განახლება Galaxy S8-ისთვის


ახალი ინფორმაცია (15 თებერვალი, 16:49)

გახდა ცნობილი მიზეზი, თუ რატომ შეაჩერა Samsung-მა Oreo-ს განახლება. კომპანიამ SamMobile-ს გამოეხმაურა და აცნობა, რომ განახლება გავრცელებული პრობლემის გამო შეჩერდა. 

“ჩვენ მოგვივიდა ძალიან ბევრი შეტყობინება, რომ Oreo-ს განახლების შემდეგ ზოგიერთი Galaxy S8 და S8+ მიზეზ გარეშე რესტარტდება, ამიტომაც ჩვენ დროებით შევაჩერეთ განახლების დისტრიბუცია და მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისათვის, რათა ყველა პრობლემა აღმოფხვრათ და მომხმარებელს კვლავ დავუბრუნოთ კუთვნილი განახლება” 

ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია, თუ როდის გამოსწორდება პრობლემა და მოვა განახლება. 

თავდაპირველი პოსტი (14 თებერვალი)

რამოდენიმე დღის წინ Samsung-ის მომხმარებლებს ცხოვრების გამამხიარებელი Android Oreo-ს განახლება მიუვიდათ, რომელსაც ისინი 6 თვეს სულ მოუთმენლად ელოდნენ.

აღნიშნულ პოსტში ჩვენ დეტალურად გიამბეთ, თუ რა სიახლეები შემატა Samsung-მა თავის მოწყობილობებს Oreo-ს განახლებით, საიდანაც აღსანიშნავია განახლებული Samsung Experience 9.0, რომელიც აღჭურვილია ახალი ემოჯებით, არის უფრო სწრაფი და აქვს პატარა კოსმეტიკური ცვლილებებიც.

სულ რამოდენიმე წუთის წინ SamMobile-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Samsung-მა შეაჩერა Android 8.0 Oreo-ს განახლების დისტრიბუცია Galaxy S8 და S8+ ზე.

ამჟამად უცნობია ყველა ის მიზეზი, თუ რატომ შეაჩერა Samsung-მა განახლების მიწოდება მომხმარებლისთვის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ Xiaomi-ს Mi A1-სა და HTC 10-ზე მსგავსი შემთხვევა უკვე იყო იანვარში, როდესაც მწარმოებელმა შეაჩერა Oreo-ს განახლებები ბევრი ბაგის გამო, თუმცა რაღაც პერიოდის შემდგომ კვლავ ჩაუშვა დისტრიბუცია.

მათთვის, ვინც უკვე განახლდით ახალ საოპერაციო სისტემაზე, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ (იმედი გვაქვს), ხოლო ვინც ვერ მოასწარით, სამწუხაროდ უნდა დაელოდოთ ისევ.

რაიმე ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებლად იქნებით ინფორმირებულნი, ამიტომაც ადევნეთ თვალი ჩვენს Facebook გვერდს!


გააზიარე

დაბრუნება Posts