Razer-მა თავისი სმარტფონის სპეციალური გამოშვება შემოგვთავაზა!
როგორც ვიცით, Razer Phone, კომპანია Razer-ის პირველი სმარტფონია, რომელიც 2017 წელს ვიხილეთ. კომპანიის პირველი ფლაგმანი წარმატებული იყო და საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. რამოდენიმე დღის წინ, კომპანიამ უკვე არსებული ფლაგმანის სპეციალური გამოშვება წარგვიდგინა, რომელსაც გააჩნია ახალი, ოქროსფერი Razer-ის ლოგო. სამწუხაროდ, კომპანიის სტანდარტულ და ახალ ვერიას შორის მხოლოდ ფერია განსხვავება. სპეცილაური გამოშვება მხოლოდ ამერიკაში და ჰონ-კონგშია ხელმისაწვდომი საგაზაფხულო დღესასწაულის აღსანიშნავად. ახალ სმარტფონს სპეციალური წითელი შეფუთვით და Razer-ის ოქროსფერი ლოგოს სტიკერებით ვიხილავთ. ამ სმარტფონის ღირებულება იგივეა, რაც სტანდარტულის და ის 699$-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ Razer-ის სმარტფონი შარშან 5.71 ინჩიანი LCD ეკრანით, SnapDragon 835-ი პროცესორით, 8Gb ოპერატიული მეხსიერებით, 64Gb შიდა მეხსიერებით და 4000 მილიამპერიანი ბატარიით ვიხილეთ. როგორც ვიცით, სმარტფონს უფრო საინტერესოდ 120 ჰერციანი ეკრანი წარმოადგენს, რომელსაც უმაღლესი ხარისხის სტერეო დინამიკები ემატება და რაც მთავარია, კომპანიამ გასულ კვირას გამოშვებული ახალი სისტემური განახლებით დაამატა HDR და Dolby Audio სისტემა Netflix-ისთვის , რაც დამეთანხმებით, ძალიან მაგარია.