Google Pixel 2-ის კამერა მარტივი Play Store-ის განახლებით უმჯობესდება
Pixel Visual Core არის Google-ის მიერ დამზადებული პროცესორი, რომელიც სპეციალურად ფოტო გადაღებისთვისაა გამოყოფილი. ის არა მხოლოდ ასწრაფებს HDR+ ალგორითმების დამუშავებას ათჯერ, არამედ სმარტფონს ეხმარება მესამე ხარისხოვან აპლიკაციებშიც გადაიღოს რეალური HDR+ სურათები (და არა Screenshot-ები, როგორც ამას სხვა Android ტელეფონები აკეთებენ), როგორიცაა: Instagram, Snapchat, Whatsapp და სხვა სერვისები.
Pixel 2-ის მომხმარებლებმა ახლახანს შეამჩნიეს, რომ Play Store-ის განახლებებში “Pixel Visual Core Service” გამოჩნდა და განახლდა. განახლებას სამწუხაროდ ცვლილებების სია არ მოჰყოლია, ვერსიების ციფრებში კი მცირე ცვლილებაა, რაც ნიშნავს, რომ ეს დიდი ალბათობით რაიმე ბაგების გამოსწორებაა.
რაც არ უნდა იყოს, Pixel 2-ის ჩიპსეტის სერვისებს ახლა პირდაპირ Play Store-დან შეუძლია განახლება. არ არის საჭირო სისტემური განახლებების ან ახალი Android ვერსიის ლოდინი, Pixel 2-ის კამერა ამიერიდან მარტივად, Play Store-დან განახლდება და საუკეთესო მობილური კამერა კიდევ უფრო გაუმჯობესდება! ?