უთხარი Google-ს, რას გააუმჯობესებდი Pixel-ის პარამეტრებში?

დაბრუნება Posts

უთხარი Google-ს, რას გააუმჯობესებდი Pixel-ის პარამეტრებში?


ალბათ ყველას გვქონია ისეთი მომენტი, როდესაც უკმაყოფილოები ვართ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც უჩვენოდ იღებენ ჩვენივე ტელეფონის მწარმოებლები, მაგალითისთვის: არ მოგვწონს სად არის რაიმე კონკრეტული ფუნქცია განლაგებული, გვინდა უფრო ეფექტურად მუშაობდეს ან საერთოდაც მოშორდეს.

ტრადიციულად, მწარმოებლის ყურამდე სურვილების მიღწევა ძალიან რთულია, თუმცა თუკი თქვენ Google Pixel გაქვთ, ეს ასე არ არის.

Google-ის ოფიციალურმა Reddit-ის ანგარიშმა დღეს მომხმარებლებისთვის გამოაქვეყნა გამოკითხვა, თუ რამდენად მოსწონთ მათ Pixel-ზე არსებული პარამეტრები ან უნდათ თუ არა რაიმე სახის ცვლილებების შეტანა ან დამატება.

Pixel-ის გუნდს სულ ჯამში 5 შეკითხვა აქვს:

1. დაასახელეთ ის ფუნქციები, რომლების ჩართვა/გამორთვა გიწევთ რეგულარულად (მაგ: დღეში 10-ჯერ რთავთ Bluetooth-ს)

2. დაასახელეთ რომელიმე თქვენი ფავორიტი ფუნქცია, რომელსაც ისურვებდით ცოტა ადრევე გეპოვათ. (მაგ: ხშირი “არ შემაწუხოთ” ფუნქციის მომხმარებელი ხართ, მაგრამ არ იცოდით, რომ ის ჩაშენებული იყო)

3. დაასახელეთ ისეთი ფუნქცია ან კონფიგურაცია, რაც გსურთ ტელეფონმა უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად შეასრულოს (მაგ: რატომ არ შეუძლია ჩემ Pixel-ს თავისით ჩართოს თვითმფრინავის რეჟიმი, როდესაც თვითმფრინავში ჩავჯდები?)

4. დაასახელეთ ისეთი ფუნქცია ან კონფიგურაცია, რაც გსურთ, რომ ტელეფონმა შეგატყობინოთ (მაგ: ვისურვებდი, ტელეფონმა ავტომატურად ჩართოს ჩუმი რეჟიმი, როცა მივალ სამსახურში)

5. დაასახელეთ ისეთი ფუნქცია, რომელიც ტელეფონის პირველი ჩართვისთანავე გამორთეთ (მაგ: ყიდვისთანავე, ჩემ Pixel-ს გავუთიშე დაჭერისას ვიბრაცია)

თუკი ფლობთ Pixel-ს და გსურთ თქვენი წილი შეიტანოთ გამოკითხვაში, შეგიძლიათ ამ Reddit ბმულზე გადახვიდეთ და Pixel-ი უკეთესობისკენ წაწიოთ წინ.


გააზიარე

დაბრუნება Posts