Samsung Galaxy S9-ის პირველი ვიდეო თიზერები
კორეული Samsung-ის მობილურმა დანაყოფმა თავიანთ YouTube არხზე Galaxy S9-ის სამი ახალი თიზერი დადეს სულ რამოდენიმე წუთის წინ, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებენ ჯერაც დაუანონსებული სმარტფონის ყველაზე მთავარ ფუნქციებს, როგორიცაა სუპერ შენელებული კადრი, დაბალი განათების კამერა და 3D ემოჯი.
პირველი ვიდეო თიზერის კონტექსტი ზუსტად ამტკიცებს, რომ Galaxy S9-ში ცხელ-ცხელი ფუნქცია სუპერ შენელებული კადრის გადაღება იქნება, რაც ცოტა ხნის წინ გავიგეთ გაჟონილი ინფორმაციიდან. მეორე ვიდეო აშკარად გვიამბობს კამერის შესაძლებლობებზე დაბალი განათების პირობებში. ალბათ უკვე იცით გავრცელებული ინფორმაციიდან, რომ S9-ს ცვალებადი დიაფრაგმა ექნება, რომელსაც რეკორდულ F/1.5 დიაფრაგმამდე შეეძლება ჩასვლა.
მესამე ვიდეოში ნაჩვენებია სახე, ბოლოს კი 3D emoji, რაც ნიშნავს და ამტკიცებს იმას, რომ Samsung-ი კონკურენციის გაწევას აპირებს Apple-ის Animoji-ს და სახის ამომცნობ სისტემას.
ნახეთ აღნიშნული ვიდეო თიზერები და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!