თითის ბიომეტრიული სკანერის მომავალი

დაბრუნება Posts

თითის ბიომეტრიული სკანერის მომავალი


ალბათ დამეთანხმებით, რომ სმარტფონში ინფორმაციის დასაცავად ყველაზე კარგი საშუალება თითის ბიომეტრიული სკანერია, რომელიც დროთა განმავლობასი სულ უფრო და უფრო დაიხვეწა და უსაფრთხო გახდა, მაგრამ 2017 წლის “უსაზღვრო ეკრანის”  ტენდენციამ იძულებული გახადა მწარმოებლები, ან საერთოდ ამოეღოთ სმარტფონიდან, ან სხვა ადგილას გადაეტანათ იგი. ანაბეჭდის სკანერი ფლაგმანურ სმარტფონებში უკანა და გვერდითა პანელზე გვხვდება, მაგრამ გამოკითხვის მიხედვით ყველაზე კომფორტული წინა პანელზე არსებული ბიომეტრიული სკანერია.

Samsung Galaxy S8-სთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ჭორები, რომ ბიომეტრიული სკანერი წინა პანელზე, ეკრანში იქნებოდა მოთავსებული, მაგრამ დღემდე ეს ტექნოლოგია არ შეგვხვედრია Samsung-ის სმარტფონებში და სავარაუდოდ არც წელს შეგვხვდება. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ Vivo-მ წარადგინა Vivo X20 ეკრანში ინტეგრირებული თითის ბიომეტრიული სკანერით. ეს ტექნოლოგია საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ არის მცირე წინაღობებიც: ის შედარებით ნელია და ამასთანავე ჩამქრალ ეკრანზე მისი შემჩნევა არც თუ ისე ძნელია. შესაბამისად ისეთი დიდი მწარმოებლები, როგორიცაა Apple, Samsung-ი, LG და სხვა, ჯერ-ჯერობით ვერ გამოიყენებენ თავის ფლაგმანებში ამ ტექნოლოგიას, რადგან იგი ჯერ კიდევ დასახვეწია.

მიუხედავად ყველაფრისა Vivo-ს წამოწყება ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ეს იქნება თითის ბიომეტრიული სკანერის ევოლუცია, მომავალში შესაძლოა მთლიანმა ეკრანმაც კი შეძლოს თქვენი ანაბეჭდის ამოცნობა, რაც ძალიან გაადვილებს სმარტფონისა და მომხმარებლის ურთიერთობას.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts