Apple-ს სტილუსიანი iPhone-ის გამოშვება სურს 2019 წლისთვის

დაბრუნება Posts

Apple-ს სტილუსიანი iPhone-ის გამოშვება სურს 2019 წლისთვის


ყველაფერი დაიწყო 2007 წელს, როდესაც ხალხის წინაშე პირველი iPhone წარსდგა. მან ტექნოლოგიური რევოლუცია მოახდინა, რადგანაც ეს იყო პირველი მასობრივი სმარტფონი, რომლის ეკრანი Capacitive ტექნოლოგიით იყო დამზადებული ნაცვლად სხვა მწარმოებლების Resistive ტექნოლოგიის ეკრანის ზღვისგან, რის ხარჯზეც ეკრანი თითის შეხების გარდა ნებისმიერ შეხებას აღიქვამდა, სწორედ რატომაც ტელეფონებს სტილუსი მოყვებოდათ.

iPhone-ის წარსადგენ ღონისძიებაზე Steve Jobs-მა სტილუსის იდეას რიტორიკული შეკითხვით დასცინა:

“რატომაა საჭირო სტილუსი პირველ რიგში, ის ხომ არაა კომფორტული, ხშირად იკარგება, ყოველ ჯერზე უნდა ამოიღო, დაკეცო და ისევ უკან ჩადო, ფუჰ! ნაცვლად ამისა, გამოვიყენებთ იმ ინსტუმენტს, რომელიც დაბადებიდან გაგვაჩნია – თითი!”

მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ის გამოსვლამ სრულიად შეაჩერა, გაანადგურა Resistive ეკრანები, სტილუსები და მთელი ინდუსტრია გადავიდა Capacitive ტექნოლოგიაზე, კომპანია Samsung-ის დიდი ეკრანისა და S-Pen-ის ექსპერიმენტალურმა კონცეფციამ – Galaxy Note-მა გვიჩვენა, რომ სტილუსი შესაძლებელია გამოვიყენოთ Capacitive ეკრანზე, მეტი ფუნქციონალით, სიზუზტით, რაც საშუალებას მოგვცემს ვხატოთ, ჩავინიშნოთ, ჩავიწეროთ ისე, როგორც ამას ბუნებრივად ვაკეთებთ ფურცელზე – კალმის საშუალებით.

ანალიტიკოსების თქმით, როგორც ჩანს, Apple-ი 2019 წლისთვის ემზადება სპეციალური iPhone-ის გამოსაშვებად, რომელსაც ექნება სტილუსი ისევე, როგორც Galaxy Note სერიის სმარტფონებს აქვთ S-Pen-ი.

სინამდვილეში, Apple-ს უკვე აქვს სტილუსი, თუმცა ის შემუშავებულია iPad-ისთვის, თუმცა კომპანიას ნაღდად არ სურს, რომ ხალხმა მას “სტილუსი” დაუძახოს. ეს არის მეტი, ვიდრე სტილუსი: პიქსელებამდე იდეალური სიზუსტის ინსტრუმენტი წერისთვის, ჩანიშვნებისთვის, ხატვისათვის, სქემების შესადგენად და ა.შ – Apple Pencil.

თუკი iPhone Pencil-ის იდეა სინათლის შუქს ოდესმე იხილავს, ეს იქნება “სუპერ-რეზისტორის” ტექნოლოგიაზე დამზადებული სტილუსი, რაც გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე S-Pen-ის ელექტრო-მაგნიტური ტექნოლოგია და უფრო ბუნებრივადაც იგრძნობა.

ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი ზედმეტად კარგად ჟღერს, რომ სინამდვილე იყოს, ამიტომაც მოდით შევინარჩუნოთ სკეპტიციზმის ქუდები.


გააზიარე

დაბრუნება Posts