Google-ის ჰამბურგერის ემოჯიმ მთელი ინტერნეტ-სივრცე აალაპარაკა

დაბრუნება Posts

Google-ის ჰამბურგერის ემოჯიმ მთელი ინტერნეტ-სივრცე აალაპარაკა


გიყვართ ჰამბურგერები? რა თქმა უნდა გიყვართ, ვის არ უყვარს ჰამბურგერი?!

თუმცა დაკვირვებულხართ თუ არა ჰამბურგერის წყობას ან ანიჭებთ თუ არა წყობის სტილს დიდ მნიშვნელობას? როგორც ჩანს, ინტერნეტი დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებს!

მთელი Twitter-ის სოციალური ქსელის სივრცე გუშინ დიდი დაპირისპირების წინაშე დადგა:

აღმოჩნდა, რომ Google-ის Android საოპერაციე სისტემაზე არსებულ ჰამბურგერის ემოჯიზე – ყველი განთავსებულია კატლეტის ქვემოთ, ხოლო Apple-ის iOS სისტემის ემოჯიზე პირიქითაა -ყველია განთავსებული კატლეტის ზემოთ.

ხალხის მოსაზრება ორ ნაწილად გაიხლიჩა, თუმცა იყო დომინანტური მხარე: “უდავოდ, ყველი ცხელი კატლეტის ზემოთ უნდა განთავსდეს შეწვის დროს, რათა დაადნეს” – ამბობს მომხმარებელთა უმრავლესობა

Google-ის გენერალურმა დირექტორმა Sundar Pichai-მ მალევე გამოეხმაურა დებატებს და აღნიშნა, რომ ის “ყველა სხვა საქმეს მიატოვებს ორშაბათისთვის და გამოასწორებს შეცდომას, თუკი ჰამბურგერის დამზადების სწორ წესს დაადგენს”

კომპანიები, როგორიცაა Google და Apple – იყენებენ სიმბოლოების (ემოჯების) განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, რომლებიც შემდგომ Unicode-ის ორგანიზაციით სტანდარტად წესდება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა საოპერაციე სისტემაზე. ზუსტად იმიტომაცაა, რომ გვაქვს განსხვავებული ემოჯები სხვადასხვა სისტემაზე, ამ შემთხვევაში iOS და Android-ზე.

Android-ისა და iOS-ის ბურგერების დაპირისპირების კვალობაზე, მომხმარებლების ნაწილმა სხვა კომპანიების ინტერპრეტაციასაც გადახედა. აღმოჩნდა, რომ Samsung-ი კატლეტის ზემოთ საერთოდაც სალათის ფოთოლს დებს, ზემოდან კი ყველს, რაც ბევრის აზრით საერთოდ აბსურდული რამეა და ყოველგვრად მოკლებულია ლოგიკას. მეორე მხრივ Microsoft-ის ჰამბურგერზე ყველი კატლეტის ზემოთაა, პომიდორი კი ყველსა და სალათის ფოთოლს შორისაა მომწყვდეული, რაც ჰამბურგერის დამზადების ყველაზე სწორი გზაა.


გააზიარე

დაბრუნება Posts