2018 წლის Galaxy A5-ისა და Galaxy A7-ის პირველი რენდერები

დაბრუნება Posts

2018 წლის Galaxy A5-ისა და Galaxy A7-ის პირველი რენდერები


Samsung-ს გარდა ფლაგმანური ხაზისა, საკმაოდ წარმატებული ბიუჯეტური ხაზიც გააჩნია, რომელიც თავის თავში აერთიანებს J, A სერიის სმარტფონებს. აღნიშნული ხაზის სმარტფონები მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებას, დაბალ ფასად სთავაზობენ. A სერიის გულშემატკივრები სულმოუთმენლად ელოდნენ ახალი სერიის გამოსვლას და აი ისინი უკვე ძალიან მალე გასაყიდად მოგვევლინებიან. საინტერესოა სმარტფონების ტექნიკური მახასიათებლები, რამდენად შეესაბემება ის 2018 წლის ბიუჯეტურ სმარტფონთა მოთხოვნებს. ცნობილია რომ Galaxy A3, A5, A7 2018 სამივე მოდელი FHD+ გაფართოების ეკრანით აღიჭურვება. Galaxy A5  5.5 ინჩიან ეკრანს მიიღებს, მისი სისქე კი 8.4მმ იქნება, ხოლო რაც შეეხება Galaxy A7-ს ის 6 ინჩიან ეკრანს მიიღებს, სისქით კი 8.2მმ იქნება. დიზაინის კუთხით, ცნობილია, რომ სმარტფონები მინისა და რკინის კორპუსით წარსდგებიან და პირველად Samsung-ის ისტორიაში ისინი ორმაგი წინა კამერებით იქნებიან აღჭურვილნი.

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ცნობილია, რომ IP68 სერტიფიკაციის იქნებიან ახალი სმარტფონები, ასევე მათი USB პორტი Type C პორტით აღიჭურვება. პროცესორს კი სამსუნგის წარმოების Exynos 7885-ს მიიღებს, რომელსაც მხარს 4GB ოპერატიული მეხსიერება დაუჭერს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Exynos 7885  10 ნანომეტრიანი ტექნოლოგიითა დამზადებული და Cortex A73 და Cortex A53 ჩიპსეტებს მოიცავს. ვიდეო ამაჩქარებლად კი Mali-G71-ია წარმოდგენილი, ოპერაციულ სისტემა სამწუხაროდ ორეოს ნაცვლად კვლავ ნუგა იქნება, ვერსიით 7.1.1. სამწუხაროდ Galaxy A3-ზე, გარდა ეკრანის გაფართოებისა სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება.

რას ფიქრობთ ახალ მოდელებზე? დაიმსახურებენ ისინი თქვენს ყურადღებასა და სიყვარულს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ჩვენს Facebook გვერდზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts