Google app-მა ახალი მალსახმობები დაიმატა

დაბრუნება Posts

Google app-მა ახალი მალსახმობები დაიმატა


Google-მა, ბოლო დროს აქტიურად დაიწყო საკუთრი Google Now სიახლეების გვერდის დახვეწა, განახლება და უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაციით ავსება. ერთ-ერთი ასეთი განახლება, მალსახმობების დამატებას შეეხება. მაგალითად თქვენ მოძებნეთ უახლოესი რესტორანი, Google შემოგთავაზებთ მალსახმობის დამატებას ე.წ სახლის ეკრანზე, რათა შემდგომში პირდაპირ მოახდინოთ ლავირება ძიების შედეგებში, ზედმეტი ბეჭდვისა და საუბრის გარეშე. (როგორც ეს ამინდის მალსახმობის შემთხვევაში ხდება).

საწყის ეტაპზე, მსგავსი მომსახურება მხოლოდ სადილის, გასართობ და სატელევიზიო შოუების მალსახმომებს შეეხება, ეტაპობრივად კი დაემატება სხვა ასპექტებიც. მას შემდეგ რაც დაამატებთ მალსახმობს, თქვენს საწყის ეკრანზე, სასურველი ინფორმაციის მიღებისგან თითის მხოლოდ ერთი დაჭერა დაგაშორებთ. ახალი მლსახმობების მხარდაჭერა Google-ის საძიებო აპლიკაციის 7.11 ვერსიისა და ზემოთ მომხმარებლებს შეეძლებათ. განაახლეთ და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება თქვენი სმარტფონისგან.

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts