როგორ ჩავრთოთ სურათი სურათში მომსახურება Android Oreo ოპერაციულ სისტემაზე

დაბრუნება Posts

როგორ ჩავრთოთ სურათი სურათში მომსახურება Android Oreo ოპერაციულ სისტემაზე


Android Oreo-ს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ფუნქცია სწორედაც რომ სურათი სურათში მომსახურებაა, რომელიც თავის თავში შემდგომს მოიცავს: როდესაც თქვენ უყურებთ ვიდეოს YouTube-ში ან იმ აპლიკაციაში, რომელსაც სურათი სურათში მხარდაჭერა აქვს და ამ დროს აჭერთ სახლში დაბრუნების ღილაკს, ვიდეო მოტივტივე ფანჯარაში გადაინაცვლებს, რომლის გადაადგილებაც სასურველ ადგილას შეგეძლებათ. სამწუხაროდ YouTube ამ მომსახურებას, მხოლოდ YouTube Red კლიენტებს სთავაზობს, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს გზა რომლის დახმარებითაც ყველას შეუძლია გამოიყენოს Android ნუგბარის, ეს ტკბილი ფუნქცია და არა მხოლოდ YouTube-ში, არამედ სხვა ყველა თავსებად აპლიკაციაში.

მომსახურების ჩასართავად მიყევით ინსტრუქციებს. აუცილებელია თქვენი სმარტფონი ან ტაბლეტი Android Oreo ოპერაციულ სისტემაზე მუშაობდეს, ასევე დაგჭირდებათ კაბელი კომპიუტერთან დასაკავშირებლად რათა ADB კონტროლერით მოახდინოთ გარდაქმნები. თუ ADB არ გაქვთ, მიყევით ლინკს.

აქვე გეტყვით, რომ არ დაგავიწყდეთ ADB Debugging  ჩართვა თქვენს სმარტფონზე. არ იცით სად ნახოთ ეს პარამეტრი? მიყევით ინსტრუქციას: პარამეტრები>მოწყობილობის შესახებ>აჭერთ 5-6-ჯერ Build Number-ს>შედიხართ დეველოპერულ ოპციებში>ჩართეთ ADB Debugging.

შემდეგი ნაბიჯი, Custom Navigatio Bar აპლიკაციის დაყენებაა. აღნიშნული აპლიკაცია შექმნილია რომ Android 7.0/7.1 მოწყობილობებს, მიანიჭოს Android Oreo სისტემის სანავიგაციო ბარის ფუნქციონალიზმი, მაგრამ ჩვენ ამ უკანასკნელს სურათი სურათში მომსახურების ჩასართავად გამოვიყენებთ.

მას შემდეგ რაც ამ აპლიკაციას დააყენებთ თქვენს სმარტფონზე ან პლანშეტზე გახსენით იგი და მოირგეთ პარამეტრები. ამასობაში გახსენით ADB თქვენს კომპიუტერზე და შეუერთეთ სმარტფონი კომპიუტერს. ახლა კი თქვენ შემდეგი ბრძანება უნდა დაწეროთ: “adb devices” და დააჭირეთ Enter ღილაკს. მიიღეთ მსგავსი შედეგი?

ახლა Navigatio Bar აპლიკაციას მიეცით წვდომის უფლება, ამის შემდეგ დაწერეთ: “adb shell” და დააჭირეთ Enter ღილაკს. კვლავ აკრიფეთ შემდეგი ბრძანება:  “pm grant xyz.paphonb.systemuituner android.permission.WRITE_SECURE_SETTINGS”და დააჭირეთ Enter-ს. ამის შემედგ თქვენ უკვე მზად ხართ. ახლა, ისღა დაგვრჩენია დავამატოთ სურათი სურათში-ის გამომძახებელი ღილაკი თქვენს სანავიგაციო ზონაში.

დამატება კი შემდეგ ნაირად ხდება:

გახსენით Custom Navigatio Bar აპლიკაცია და დააჭირეთ სანავიგაციო ბარის ველს, შემდეგ აირჩიეთ პოზიცია მარჯვენა თუ მარცხენა მხარე გნებავთ იმის მიხედვით. შემდეგ Type ღილაკს დააჭირეთ და აირჩიეთ Keycode. შემდეგ დააკლიკეთ Keycode-ს და აირჩიეთ Window რომელიც სიის ბოლოსკენაა. თუ თქვენ გსურთ, რომ ახალი ღილაკი გრაციკულად გააფორმოთ ამის გაკეთება ძალზედ მარტივად შეგიძლიათ, უბრალოდ აირჩიეთ ჩამონათვალში სასურველი ხატულა.

სულ ესაა, თქვენ უკვე შეძლებთ დატკბეთ სურათი-სურათში მომსახურებით და გაიმარტივოთ ყოველდღიურობა. გავიზიარეთ გამოცდილება ჩვენს Facebook გვერძე.


გააზიარე

დაბრუნება Posts