Sony Xperia XZ1 Premium-ის რენდერი ბექა ცინცაძისგან: Sony-ს მომავალი 4K სმარტფონი
Sony უკვე ამზადებს ახალ სმარტფონს 4K რეზოლუციის ეკრანით, რომელიც მომავალ წელს გამოჩნდება დღის სინათლეზე და ის ამჯერად STE OLED ტიპის ეკრანით იქნება წარმოდგენილი. გთავაზობთ დეტალურ მახასიათებლების ახალი თაობის ეკრანის შესახებ
- 5.46 დიუმიანი STE OLED ეკრანი RGBW პიქსელების განლაგებით
- 3D/სამ განზომილებიანი ტექნოლოგია
- 807 პიქსელ სიმჭიდროვე დიუმზე
- 12 ბიტიანი 4,096 მილიარდი ფერთა აღქმა(BT.1886 / ST.2084)
- RGB Pixel Blue ტექნოლოგია
- 1200Nits
- კორექციის სენსორი E 0~0.005 (Rec.2020)
96%Rec.2020 / 100%DCI-P3,Rec.709
სმარტფონის შემადგენლობაში ასევე იქნება Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი 19 და 12 მეგაპიქსელიანი კამერა, 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, სტერეო ადუიო დინამიკები, Hi-Res აუდიო სისტემა და 3300 მილიამპერიანი ბატარეა.
ინსაიდერებისგან მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ბექა ცინცაძემ სპეციალურად Review.ge-სთვის დაამზადე ფოტო რენდერები.