Sony-ს 2018 წლის სმარტფონების ახალი ერა: ახალი დიზაინი, ახალი ბრენდინგი და გაუქმებული “X” სერია

დაბრუნება Posts

Sony-ს 2018 წლის სმარტფონების ახალი ერა: ახალი დიზაინი, ახალი ბრენდინგი და გაუქმებული “X” სერია


ალბათ, ყველასთვის ცნობილი არ არის, რომ Sony 2013 წლიდან სმარტფონებს უშვებს სტრატეგიით, რომლის სახელწოდებაც “One Sony” გახლავთ! ამის შესახებ მე არაერთხელ მაქვს დანაწერი 2014 წლიდან დღემდე, მაგრამ ახლა ძველ სტრატეგიაზე კიარა, არამედ ახალ სტრატეგიაზე ვისაუბრებ, რომელიც 2018 წლის თებერვალში MWC ღონისძიებაზე იქნება წარდგენილი ახალ ფლაგმანურ სმარტფონთან ერთად.

ახალ სტრატიეგიასთან ერთად იცვლება დიზაინი და სმარტფონების სახელწოდებები! “ალფაბეტური” სახელები Sony-ს სმარტფონებში აღარ შეგვხდება და იქნება Sony Ericsson-ის დროის მსგავსი სახელები: Satio, Aino, Play, Arc, Vivaz და ა.შ., თუმცა “XPERIA” ბრენდი კვლავ დარჩება, რა თქმა უნდა, ეს ხომ Sony-ს სმარტფონებისთვის განკუთვნილი ქვე-ბრენდია….

რაც შეეხება ახალ დიზაინს, ის Galaxy S8-ის მსგავსად კიარა, არამედ უფრო მეტად იქნება ჩარჩოების გარეშე. Sony ამ ახალ დიზაინზე დიდი ხანია მუშაობს და ალბათ ეს ახალი დიზაინი შემდეგ წლებშიც დიდი ხანი შემორჩება.


გააზიარე

დაბრუნება Posts