მზის დაბნელების ნახვა შესაძლებელია აქ!

დაბრუნება Posts

მზის დაბნელების ნახვა შესაძლებელია აქ!


მოგეხსენებათ, 21 აგვისტოს, ორშაბათ დღეს, დედამიწა (მხოლოდ გარკვეული ნაწილი) იხილავს მოვლენას, რომელიც მეტონის ციკლის მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ 19 წელში ერთხელ ხდება.

ეს არის მზის დაბნელება – როდესაც მზე, მთვარე და დედამიწა ერთ ხაზში მწკრივდებიან, შუაში მოთავსებული მთვარე კი მზის სხივებს ფარავს, რაც საერთო ჯამში მზის დაბნელებას ქმნის.

ჩვენთვის სამწუხაროდ, ამჟამინდელი უნიკალური მოვლენის ხილვა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ მოსახლეობას შეეძლება, თუმცა…

მზის დაბნელების ნახვა დედამიწის ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი!

იმისათვის, რომ დედამიწის ნებისმიერმა მოსახლემ შეძლოს მზის დაბნელების ნახვა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი – Twitter-ი ერთიანდება The Weather Channel-თან, რათა პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზოს მზის დაბნელების ტრანსლაცია, თუ როგორ მოეფარება მზეს მთვარე, მთვარის ჩრდილი კი ცენტრალურ ამერიკას სრულ სიბნელეში მოაქცევს.

ტრანსლაცია ორშაბათს, 21 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე (საღამოს 8 საათზე) დაიწყება და მოიცავს პირდაპირ ტრანსლაციას მზის დაბნელების “მთლიანობის” გზიდან, სადაც მთვარე 100%-ით გადაეფარება მზეს და სადაც ყველაზე კარგად გამოჩნდება. ეს არის: იდაჰო, ილინოისი, მისური, ნებრასკა, კენტუკი, ორეგონი, სამხრეთ ქეროლაინა, ტენისი და ვიომინგი.

ტრანსლაციის წამყვანები გახლავთ მეტეოროლოგები – Ari Sarsalari და Domenica Davis-ი. ის ასევე მოიცავს “მაღალი ხარისხის და დრონის თვალით დანახულ გამოსახულებას”, ასევე NASA-ს ოფიციალურ გამოსახულებას.

მზის დაბნელების ნახვა ტრანსლაციის სახით შესაძლებელია The Weather Channel-ის აპლიკაციაში (Android | iOS), ან კომპანიის ვებ-გვერდზე. Twitter სოციალური ქსელის მომხმარებლები კი მას ამ ბმულის მეშვეობით ნახავენ.

რა საკვირველია მზის დაბნელების ნახვა საუკეთესოა პირადად, სპეციალური დამცავი სათვალეების დახმარებით, თუმცა რადგანაც ამის ბედნიერება ევროპასა და აზიაში არ არის, ჩვენ მისი ნახვა საუკეთესოდ შეგვეძლება პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით. ამრიგად ორშაბათ საღამოს მოკალათდით და ადევნეთ თვალი ამ უნიკალურ, 19 წელიწადში ერთხელ მომხდარ მოვლენას!

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირდაპირი ტრანსლაცია 21 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე (საღამოს 8-ზე) დაიწყება.

მზის დაბნელება ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა მადრასში, თბილისის დროით მზის დაბნელება 20:06-ზე დაიწყება, სრულად დაბნელდება 21:19-ზე, ხოლო დასრულდება 22:41-ზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts