OnePlus 5: ახალი ფერი, ძველი სიდიადე

დაბრუნება Posts

OnePlus 5: ახალი ფერი, ძველი სიდიადე


OnePlus-მა დღეს თავისი ფლაგმანური სმარტფონის OnePlus 5-ისათვის ახალი ფერი დააანონსა, რომელიც “მსუბუქი ოქროსფერის” სახელითაა ცნობილი. აღნიშნული მოდელი 6GB ოპერატიულითა და 64GB შიდა მეხსიერებითაა ხელმისაწვდომი. განსხვავებით აქამდე არსებული ფერებისა (შუაღამის შავი, ნაცრისფერი), რომელთაც შავი წინა პანელი აქვთ, ოქროსფერ მოდელს წინა პანელი თეთრი ფერის აქვს.

OnePlus მალე დააანონსებს ნაცრისფერ ფერს მაღალი კონფიგურაციით, კერძოდ 8GB ოპერატიულითა და 128GB შიდამეხსიერებით, რომელიც აქობამდე ექსკლუზიურად მხოლოდ შავიფერისათვის იყო ხელმისაწვდომი.

ახალი ოქროსფერი ვარიანტი, ძალზედ წააგავს თავისი ვიზუალით ოქროსფერ OnePlus 3T და OnePlus 3 სმარტფონებs, რაც ძალიან კარგია, ვინაიდან ამ ფერის სმარტფონები ძალიან ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებიან. ერთადერთი უარყოფითი მხარე თეთრი წინა პანელია, ის ხაზს უსვამს OnePlus 5-ის არაუსასრულო ეკრანის არსებობას და საზღვრებს ხილულსა და არასასიამოვნოს ხდის. სხვა ფიზიკური თუ ტექნიკური მახასიათებლები იდენტურია ივნისში გამოშვებული მოდელებისა, კერძოდ: Qualcomm Snapdragon 835 , 5.5 ინჩიანი 1080p AMOLED, 3,300mAh აკუმულატორი, ორმაგი კამერული სისტემა რომელთაგანაც ერთი 16 ხოლო მეორე 20 მეგაპიქსელიანია.

აღნიშნული მოდელის შეძენა უკვე დღეიდან, პირდაპირ OnePlus-იდან შეგეძლებათ $479-ად.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts