Telegram 4.2-ში ავტომატურად გაქრობადი სურათები და პროფილის ბიოგრაფიები დაემატა

დაბრუნება Posts

Telegram 4.2-ში ავტომატურად გაქრობადი სურათები და პროფილის ბიოგრაფიები დაემატა


სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო Telegram-ის მობილური ვერსიის 4.2 ვერსიის გავრცელება. განახლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის განახლებული სურათების რედაქტორი და ავტომატურად გაქრობადი სურათებისა და ვიდოების გაგზავნა.

 

ტაიმერის დაყენების შემდეგ, უკუთვლა დაიწყება მაშინვე, როგორც კი მიმღები სურათს ან ვიდეოს გახსნის. დროის გასვლის შემდეგ კი აღნიშნული ფაილი მომენტალურად გაქრება, ისევე როგორც Secret Chat-ებში. თუ მიმღები თქვენი გაგზავნილი მედია ფაილისთვის screenshot-ის გადაღებას შეეცდება, თქვენ მაშინვე მიიღებთ შეტყობინებას. Checkmate!

რომელი ხარ?

დღეიდან, თქვენს პროფილზე უკვე მოკლე ბიოგრაფიის დაწერა შეგეძლებათ აპლიკაციების პარამეტრებიდან. ალბათ ხშირად შეგხვედრიათ დიდ ჯგუფებში ვინმე ისეთი, ვისი ვინაობაც არ გცოდნიათ. ამიერიდან კი, თუ აღნიშნულ პიროვნებას ბიოგრაფია უწერია, მას შედარებით ადვილად ამოიცნობთ, ან უბრალოდ მათზე მეტს გაიგებთ.

მეტი სიჩქარე და უსაფრთხოება

Telegram 4.2-იდან დაწყებული, აპლიკაციებში მასიური არხებისთვის (100,000+ წევრი) საჯარო სურათებისა და ვიდეოების ქეშში შენახვა უკვე CDN-ზე იქნება დამოკიდებული. ეს გამოიწვევს Telegram-ის ათობით მილიონი მომხმარებლისთვის გადმოწერის გაზრდილ სიჩქარეს. აღნიშნული ფუნქციის მუშაობის დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ამ გვერდს.

კიდევ ერთი რამ

სტიკერების ნახვა და გამოყენება აწი უფრო მარტივი და მოსახერხებელია, რადგან თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ მათთვის დათმობილი ადგილი.


გააზიარე

დაბრუნება Posts