SoundCloud-ის აპლიკაციას playlist-ების SD ბარათზე შენახვის ფუნქცია დაემატა

დაბრუნება Posts

SoundCloud-ის აპლიკაციას playlist-ების SD ბარათზე შენახვის ფუნქცია დაემატა


მოგეხსენებათ, SoundCloud-ის უდიდესი კონკურენტი Spotify გახლავთ. ეს უკანასკნელი უკვე დიდი ხანია Premium მომხმარებლებს თავიანთი სიმღერების და ალბომების offline რეჟიმში მოსმენის საშუალებას აძლევს. რა საკვირველია, ეს SoundCloud-ზეც იყო შესაძლებელი Go და Go+ მომხმარებლებისთვის, თუმცა გუშინდელ განახლებაში აღნიშნული ფუნქცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა – ახლა უკვე სიმღერების შენახვა SD ბარათებზეც შესაძლებელია.

ესეც ოფიციალური განახლების განცხადება Play Store-იდან:

იმის გათვალისწინებით, რომ SoundCloud-ზე 150 მილიონზე მეტი სიმღერაა, ყოველთვის შეგიძლიათ კარგი კონტენტის შენახვა. ამ განახლების საშუალებით კი თქვენი playlist-ების გარე SD ბარათებზე შენახვა შეგეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის საყვარელი სიმღერების მოსმენა შეგეძლებათ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ.

*Offline რეჟიმში მოსმენა ხელმისაწვდომია SoundCloud Go და SoundCloud Go+ მომხმარებლებისთვის.

ალბათ დამეთანხმებით, რომ აღნიშნული განახლება ნაწილობრივ სარისკოა კომპანიისთვის, რადგან სიმღერები DRM ლიცენზიითაა დაცული და მათი მეკობრეული გზით გადმოწერა წესით უფრო და უფრო უნდა რთულდებოდეს და არა პირიქით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა SoundCloud-ის დღეები დათვლილი იყოს, შესაძლოა კომპანიამ ეს ქმედება მათი გადარჩენის გზად ჩათვალა.


გააზიარე

დაბრუნება Posts