Sony-მ ვიწრო ჩარჩოების მიზეზით შესაძლოა Xperia XZ1-ში აუდიო ჯეკი ამოიღოს

დაბრუნება Posts

Sony-მ ვიწრო ჩარჩოების მიზეზით შესაძლოა Xperia XZ1-ში აუდიო ჯეკი ამოიღოს


როგორც უკვე იცით, Sony ახალ ფლაგმანურ სმარტფონს Xperia XZ1-ს წარმოგვიდგენს 31 აგვისტოს, ზუსტად ერთი თვე დარჩა მის გამოსვლამდე, თუმცა Pixel 2-ის, iPhone 8-ის ან Galaxy Note 8-ის მსგავსად მისი დიზაინის შესახებ არანაირი ფოტო ან ვიდეო მასალა არ გაჟონილა. როგორც აღმოჩნდა, არსებობს 5.2 დიუმიანი პროტოტიპი, რომელსაც ძალიან ვიწრო ჩარჩოები აქვს და დიზაინში არ ჩანს 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, თუმცა აღნიშნულ სმარტფონს Sony სპეციალურად მოაყოლებს უკაბელო ყურსასმენებს.

Sony-ს აღნიშნულ სმარტფონს სრულიად განსხვავებული დიზიანით წარმოგვიდგენს და ახალი დიზაინის სახელი ინგლისურად ასეთი სახელწოდებით მოიწონებს თავს: All Screen Edge to Edge Display

Xperia XZ1-ში ასევე იქნება წარმოდგენილი აკუსტიკური სტერეო დინამიკები, რომელიც თითქმის არ გამოჩნდება კორპუსზე და დიდი ზომის ბატარეა, თუმცა ციფრები არ სახელდება.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts