OnePlus-მა ახლა OnePlus 5-ის აუდიო პრობლემა უნდა გამოასწოროს

დაბრუნება Posts

OnePlus-მა ახლა OnePlus 5-ის აუდიო პრობლემა უნდა გამოასწოროს


ბოლო პერიოდის განმავლობაში OnePlus 5 სერიოზული კრიტიკის მსხვერპლი გახდა. აქედან რამოდენიმე სახალხოდ დაცული იქნა კომპანიის სო-შემქმნელი Carl Pei-ს მიერ. 180°-ით ამობრუნებულად ჩასმული ეკრანი და ამით გამოწვეული “ჟელეს ეფექტი” კომპანიამ “ნატურალური” უწოდა და ამაზე რეაგირებას აღარ აპირებს, თუმცა გათენდა ახალი დღეც და OnePlus 5-ს კიდევ ერთი პრობლემა აღმოუჩინეს, რომელიც აუდიო-ჩაწერას ეხმაურება.

Reddit ფორუმის თანახმად, OnePlus 5-ით გადაღებული ლანდშაფტური ვიდეო უკრავს ხმას არასწორი არხიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც რეალურად მარჯვნივ ხდება, სმარტფონი ამას აღიქვამს როგორც მარცხენას და პირიქით. ეს ყველაზე მეტად შესამჩნევია, როდესაც ვიდეოს გადაღებასთან ერთად გსურთ იყოს სტერეო-აუდიო დაკვრა სწორი არხებიდან, თუმცა არხები სულ აბნეულია და ეს მხოლოდ ყურსასმენებში ისმის.

ეს ვიდეო გადაღებული იქნა OnePlus 5-ით. პრობლემა მხოლოდ სტერეო დინამიკებში ან ყურსასმენებში ისმის.

როგორც რამოდენიმე მომხმარებელმა გამოავლინა, ეს მხოლოდ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სმარტფონი ლანდშაფტურ ორიენტაციაშია (ყურსასმენების შესაერთებელი მიმართული მარჯვნივ), თუმცა როდესაც ტელეფონი მეორე მხარესაა ლანდშაფტურ რეჟიმში (ყურსასმენების ჯეკი მარცხნივ), მაშინ ეს პრობლემა არ შეიმჩნევა.

ამის მიზეზი ისაა, რომ OnePlus 5-ის აუდიო უზრუნველყოფა არ ინვერსირებს აუდიო შესვლას სტერეო მიკროფონებიდან, საიდანაც ერთი განთავსებულია ზემოთ, მეორე კი ქვემოთ. ეს პრობლემა ასევე შეიმჩნევა წინამორბედ OnePlus 3T-ზეც.

არის თუ არა ეს ძალიან დიდი პრობლემა?

თუ ეს ხარვეზი სამუდამოა და კომპანია ამას არ შეასწორებს, ეს შეიძლება იქცეს პატარა გამაღიზიანებელ ფაქტორად, რომელიც ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ტელეფონს აქვს, თუმცა ამის მოგვარება თავისუფლადაა შესაძლებელი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით. პრობლემის შესახებ, ფორუმებზე 3T-ის შესახებაც დადიოდა მსგავსი საუბრები, თუმცა კომპანიას განახლებებში ეს არ მოუგვარებია, ამიტომაც სავსებით გასაკვირია, რომ მომდევნო სმარტფონსაც იგივე აქვს.


გააზიარე

დაბრუნება Posts