LG V30-ის გაყიდვები 28 სექტემბერს დაიწყება

დაბრუნება Posts

LG V30-ის გაყიდვები 28 სექტემბერს დაიწყება


დამეთანხმებით, ამ შემოდგომას Galaxy Note 8-ისა და Pixel 2-ის გარდა კიდევ ბევრ საინტერესო სმარტფონს ვიხილავთ. ერთ-ერთი მათგანია LG V30, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, V ხაზის წინა სმარტფონებისგან რადიკალურად განსხვავდება. IFA-ზე დებიუტის შემდეგ, მოწყობილობის გაყიდვები 28 სექტემბერს დაიწყება. Android Authority-ს ინფორმაციით, წინასწარი შეკვეთა 17 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

სანდრო წყაროებზე დაყრდნობით, LG მოიშორებს ე.წ. მეორე ეკრანს, რომელიც V ხაზის სმარტფონების დამახასიათებელი იყო. აგრეთვე, კომპანია როგორც იქნა OLED ეკრანებზე გადავა. მწარმოებელი ასევე აყვება 2017 წლის საკმაოდ კარგ ტრენდს და V30-ზე თითქმის უჩარჩოო ეკრანს დაიტანს. კორპუსს რკინის ჩარჩო აქვს, მის უკანა მხარეს კი ვიხილავთ შუშას, რომელზეც თითის ანაბეჭდის სენსორი და ორმაგი კამერა იქნება გათავსებული. როგორც წინა V ხაზის მოწყობილობები, V30-იც აღჭურვილი იქნება საკმაოდ საინტერესო აუდიო თუ ვიდეო ფუნქციებით, მათ შორის ჩაშენებული DAC-ით.

წყარო: Android Authority


გააზიარე

დაბრუნება Posts