Huawei Mate 10 ოქტომბერში გამოვა უჩარჩოო ეკრანით და გაფართოებული რეალობის მხარდაჭერით

დაბრუნება Posts

Huawei Mate 10 ოქტომბერში გამოვა უჩარჩოო ეკრანით და გაფართოებული რეალობის მხარდაჭერით


წლის დასაწყისში, Huawei-მ ორი ახალი ფლაგმანი, P10 და P10 Plus შემოგვთავაზა. დამეთანხმებით, ორივე საკმაოდ მძლავრი ტელეფონია და არსებულ რთულ ბაზარზე საკმაოდ კარგად გააქვთ თავი. კომპანიის შემდეგი ფლაგმანი კი Mate 10 იქნება, რომელიც, გავრცელებული ჭორების თანახმად, ოქტომბერში გამოვა. სმარტფონი თავის წინამორბედს, Mate 9-ს ჩაანაცვლებს, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოვიდა.

სანდო წყაროზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტელეფონს Galaxy S8/S8+-ის მსგავსი სრული ეკრანი ექნება. დიდი ალბათობით, მწარმოებელი გამოიყენებს JDI-ს Full Active ეკრანს, რომელიც ზომაში 6 დიუმია, მისი გაფართოება კი 18:9 ასპექტური ფარდობით 2160 x 1080-ს შეადგენს.

Mate 10 აღჭურვილი იქნება ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა 3D მგრძნობელობა, ორმაგი კამერა, AR-ის (გაფართოებული რეალობის) მხარდაჭერა და სახის ამოცნობის უსაფრთხოების სიტემა. სმარტფონს HiSilicon Kirin 970 პროცესორი ექნება. ჭორებზე დაყრდნობით, აღნიშნული პროცესორი კონკურენციას გაუწევს Snapdragon 835-სა და Exynos 8895-ს.


გააზიარე

დაბრუნება Posts