Xiaomi Mi Note 3: დეტალები Xiaomi-ს ახალ ფლაგმანზე

დაბრუნება Posts

Xiaomi Mi Note 3: დეტალები Xiaomi-ს ახალ ფლაგმანზე


ტელეფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi-ის Mi Note 2-ი შესაძლოა ჩინეთის ბაზრის ფარგლებს არ გასცდენილა და ხელმიუწვდომელი იყო სხვა რეგიონებში, მაგრამ ახალი გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანია მუშაობს ახალ ფლაგმან Mi Note 3-ზე. კომპანიის უახლესი სმარტფონის სავარაუდო დიზაინი და მახასიათებლები გავრცელდა ინტრენეტში, რომელიც სწორედ, წინა წლის Mi Note 2-ის გაუმჯობესებულ ვარიანტად მოიაზრება.

 

Xiaomi Mi Note 3-ის დაბალი ხარისხის სურათში ნათლად ჩანს, რომ წინა პანელზე ეკრანს მინიმალური ჩარჩოები აქვს. სახლის ღილაკი ეკრანის დაბლაა განთავსებული, რომელშიც ალბათ, თითის სკანერი იქნება ჩაშენებული. აღნიშნული სმარტფონის ყველაზე საინტერესო დეტალი გახლავთ მთავარი ორმაგი კამერა, რომელიც Mi 6-ის მსგავსად გამოიყურება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mi Note 3-ს ექნება 5.7 ინჩიანი AMOLED ეკრანი, Snapdragon 835-ის პროცესორი, 6 გიგაბაიტი RAM-ი, 128 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება და 4000 მილიამპერიანი ელემენტი. ასევე, ახალი ფლაგმანი უნდა აღიჭურვოს ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი მთავარი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერებით. შეხსენებისთვის, წინა წლის Mi Note 2-ი შიდა მეხსიერებისა და RAM-ის სამ სხვადასხვა კონფიგურაციით გამოდიოდა. მოიაზრება ისიც, რომ ჩინური კომპანია მუშაობს Mi 6-ის Lite ვერსიაზე, ან შესაძლოა მისი სახელი იყოს Mi 6c.


გააზიარე

დაბრუნება Posts