იყიდით თუ არა ასეთ OnePlus 5-ს?

დაბრუნება Posts

იყიდით თუ არა ასეთ OnePlus 5-ს?


OnePlus 5-ის ოფიციალური წარდგენა დაგეგმილია 20 ივნისზე, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე, თუმცა ჩვენთვის უკვე ახლა არის ხელმისაწვდომი სურათები, რენდერები და სრული დარწმუნებით ვიცით უკვე თუ როგორი ფორმა, დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები ექნება OnePlus-ის შემდეგი თაობის ფლაგმანურ სმარტფონს.

ზუსტადაც გაჟონილი სურათების საფუძველზე, ტექნოლოგიის მოყვარულებს, მათ შორის ჩვენც, გაუჩნდათ ძალიან დიდი დავა OnePlus 5-ის დიზაინთან დაკავშირებით, რადგან მოწყობილობას აშკარად ზედმეტად ბევრი საერთო აქვს Apple-ის ფლაგმან iPhone 7 Plus-სა და Oppo-ს ახლად დაანონსებულ R11, R11 Plus სმარტფონებთან.

რა საკვირველია, თავიდან ბოლომდე რენდერებს არ უნდა ვენდოთ, რადგან ხელში სმარტფონი შესაძლოა სულ სხვანაირად მოთავსდეს, უფრო კომფორტულიც კი იყოს.
OnePlus 5-ის დიზაინის შედარება iPhone 7 Plus-თან არის სავსებით სამართლიანი, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სმარტფონთა ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიდერის კუთვნილ დიზაინს სხვა მწარმოებლები თავიდან ბოლომდე აკოპირებენ.

ამ შემთხვევაში ეს არის OnePlus-ი. კომპანია, რომელიც თავის თავს აპოზიციონირებს, როგორც სავსებით კრეატიულსა და განსაკუთრებით სხვა ბრენდების ფლაგმანების ყელის გამომჭრელს, მკვლელს. მან ზუსტად ეს იმიჯი შექმნა, როდესაც გამოუშვა თავდაპირველი OnePlus One-ი, რომლის ფასი სულ რაღაც 299$-ს შეადგენდა და ის უდავოდ ძალიან დიდ კონკურენციას უწევდა სხვა ბრენდების ფლაგმანებს. ამას მოყვა OnePlus 2, რომელმაც კომპანიის ტრადიცია გააგრძელა, ფასი მოუმატა $349-მდე, თუმცა მოწყობილობა დიდად მაინც ვერ გამოდგა და იმედები ვერ გაამართლა. 2016 წელს კომპანიამ გამოუშვა OnePlus 3/3T, რომლების ფასი $399-ს შეადგენდა, თუმცა ისინი თავისუფლად უწევდნენ კონკურენციას $649 ან სულაც $799-იან ფლაგმანებს და თითქმის ყველაფერ იმავეს სთავაზობდნენ მომხმარებლებს ფასის უაზროდ “გაბერვის” გარეშე.

ამჯერად, როგორც ჩანს კომპანიას ფასის გაზრდა $649-მდე სურს, რაც სწორედ მეტყველებს iPhone 7 Plus-ის დიზაინის სრულ კოპირებაზე.

რატომ მოიქცა OnePlus-ი ასე, როდესაც ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო და ორიგინალურ ბრენდად ითვლებოდა?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, OnePlus 5 არა მხოლოდ iPhone 7 Plus-ს, არამედ Oppo R11 / R11 Plus-ს გავს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ჩინური Oppo ფლობს კომპანია OnePlus-ს და არის მისი მშობელი კომპანია, მაგრამ აქვე წამოვა მეორე კითხვა: “მაშინ რატომ აკოპირებს Oppo თავის სმარტფონებში iPhone-ის დიზაინს? ამაზე პასუხის გაცემა სავსებით მარტივია. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩინელებს ძალიან მოსწონთ iPhone-ის და განსაკუთრებით iOS ოპერაციული სისტემის დიზაინი, რაც ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რატომ იყენებენ ჩინური მწარმოებლები iOS-ის მიმგვანებულ დიზაინს, როგორიცაა მაგალითად Huawei, Xiaomi ან Oppo. მართალია OnePlus 5-ში iOS-თან მიმგვანებული ინტერფეისი არ შეგხვდება, (ან მხოლოდ ჩინეთში იქნება) მაგრამ გარე დიზაინი ნამდვილად გავს iPhone 7 Plus-ს, რაც ჩინეთის ბაზრისთვის ნამდვილად მომგებიანი იქნება.

Image result for OnePlus 5 invite system

გარდა ამ ყველაფრისა, დადის ჭორები, რომ OnePlus-ი დააბრუნებს მოწვევის სისტემას, რომელიც პირველ და მეორე თაობებში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონის შეძენამდე საჭირო იქნება ყიდვის მოწვევის შოვნა, რაც დამეთანხმებით, საშინელება იყო და ახლაც იქნება, მით უმეტეს ფასის ამხელა ზრდით.

საბოლოო ჯამში, შემდეგი კითხვა ისმის: შეუძლია თუ არა დიზაინისა და საფასო ღირებულების ასეთმა გადაწყვეტილებებმა OnePlus-ის რეპუტაცია გააფუჭოს? და რაც მთავარია, იქნება თუ არა ასეთი ნაბიჯები თქვენთვის OnePlus 5-ზე უარის თქმის მიზეზი?


გააზიარე

დაბრუნება Posts