Samsung-ის სირაქლემას რეკლამამ კანის ფესტივალზე 7 ჯილდო მოიპოვა

დაბრუნება Posts

Samsung-ის სირაქლემას რეკლამამ კანის ფესტივალზე 7 ჯილდო მოიპოვა


მფრინავი სირაქლემას რეკლამა Samsung-ისგან ალბათ ბევრს გექნებათ ნანახი. ის თავდაპირველად დებიუტირდა Galaxy S8-ის პრეზენტაციის ბოლოს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციის თემატიკა ზუსტადაც S8 იყო, კომპანიამ არა სმარტფონის, არამედ Gear VR-ის რეკლამა ანახა, რომელშიც იქნა ნაჩვენები სირაქლემა და ვირტუალური რეალობის მთელი შესაძლებლობები. თუკი ეს რეკლამა ჯერაც არ გაქვთ ნანახი, დააჭირეთ დაკვრის ღილაკს ქვემოთ, ნამდვილად ვერ ინანებთ, რადგან რეკლამა ძალიან კარგია!

იმდენად კარგია, რომ როგორც ჩანს, სარეკლამო რგოლმა კანის (Cannes Lions International Festival of Creativity) ფესტივალზე შთამბეჭდავი 7 ჯილდოც კი აიღო, რომელთაგან სამი ჯილდო ოქროსია ვიზუალური გავლენისა და ანიმაციისთვის, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოსი.

როგორც უკვე აღვნიშნე, რეკლამა არ არის მიმართული Galaxy S8-ის მარკეტინგზე, არამედ Gear VR-ზე, რათა ხალხმა უფრო “ნეიტრალურად” მიიღოს ვირტუალური რეალობა და დაანახოს ადამიანებს, თუ რა შეუძლია ვირტუალურ რეალობას და რამხელა ზეგავლენა შეუძლია მან მოახდინოს ადამიანზე. Samsung-ს აქამდეც ჰქონდა ვირტუალური რეალობის სარეკლამო კამპანიებიც, როგორიცაა “დაძლიე შიში”, სადაც ვირტუალური რეალობა ეხმარებოდა ადამიანებს დაეძლიათ თავიანთი უდიდესი შიში, როგორიცაა მაგალითისთვის სოციალური, პუბლიკაში საუბრის შიში ან თუნდაც სიმაღლის, რაც უდავოდ წარმატებული გამოდგა.

ზუსტად ასეთი სოციალური ტიპის რეკლამაცაა ეს. ყურადღება, სპოილერი: მასში მთავარი გმირი სირაქლემაა, რომელიც ფრენას სწავლობს Gear VR-ის დახმარებით. რეკლამის სლოგანია “გააკეთე ის, რაც არ შეგიძლია”, რაც უდავოდ მოტივირებელია!


გააზიარე

დაბრუნება Posts