Samsung Galaxy Note 8-ის ნამდვილი ფოტო და ვიდეო რენდერი Onleaks-ისგან

დაბრუნება Posts

Samsung Galaxy Note 8-ის ნამდვილი ფოტო და ვიდეო რენდერი Onleaks-ისგან


Onleaks-მა Twitter-ზე Galaxy Note 8-ის ფოტო და ვიდეო რენდერი გააზიარა, სადაც ჩანს, რომ წინა პანელზე გაზრდილია ზედა ნაწილის ჩარჩო და ის საკმაოდ დიდია, ხოლო ქვედა ნაწილში Galaxy S8-ის მსგავსი მცირე ჩარჩო აქვს, რაც სმარტფონს არაპროპორციულს ხდის და არ იქნება კომფორტული თამაშის დროს.

მისი ეკრანის ზომა 6.3 დიუმს შეადგენს, ხოლო სმარტფონი სიგრძეში 162.4 მილიმეტრია, სიგანეში 74.5 და სისქეში კამერის ბამპერის ჩათვლის 9.5 მილიმეტრი. საერთო ჯამში ეკრანი სმარტფონის კორპუსის წინა მხარეს 82.5 პროცენტზე იქნება გადაჭიმული.

სმარტფონის უკანა პანელზე ორი კამერა, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, გულის ცემის საზომი სენსორი და კამერის ნათება არის განლაგებული, საკმაოდ უცნაური დიზაინით.

Galaxy Note 8 საკმაოდ ძვირი, 999 ევრო ეღირება და ვფიქრობ ფასი არ შეესაბამება მის დიზაინს და ტექნიკურ მახასიათებლებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts