მობილური ტელეფონის კამერა 20 წლისაა!

დაბრუნება Posts

მობილური ტელეფონის კამერა 20 წლისაა!


ყველას გვიყვარს ჩვენი ტელეფონით სურათების გადაღება და შემდეგ მათი მთელი სამყაროსთვის გაზიარება ძალიან მარტივად, თითის ერთ დაჭერაში, მაგრამ ვიცით თუ არა როგორ შეგვეძლო ფოტოს გაზიარება იქამდე, სანამ კაცობრიობა სმარტფონებამდე მივიდოდა? ან საერთოდაც რა არის “მობილური ფოტოს” საწყისი, საიდან მოდის “კამერა-ფონი”?

ყველაფერი 1997 წლის 11 ივნისს დაიწყო, როდესაც ფილიპე კანის (Philip Kahn) შვილი – სოფია გაჩნდა. როგორც მოგეხსენებათ, ამ პერიოდში არა თუ კამერაფონი, არამედ ვებ-კამერაც ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ის, რაც ფილიპემ მოახერხა, ნამდვილი ინჟინრული სასწაული იყო. მას და თავის ცოლს სურდათ თავისი ახლად დაბადებული ბავშვი ფოტოზე აესახათ და ვინაიდან არ არსებობდა უსადენო გადამცემი ტექნოლოგიები, არ შეიძლებოდა პირდაპირ კამერიდან გაზიარებულიყო სურათი, რადგანაც საჭირო იყო კამერიდან სურათის გადატანა კომპიუტერში, რომელსაც ინტერნეტთან კავშირი ექნებოდა, რაც მხოლოდ ტელეფონს აქვს, ტელეფონის კომპიუტერთან დამაკავშირებელი კაბელი კი ფილიპეს არ ჰქონდა.

ზუსტად ამიტომაც, მან მანქანის აუდიო სისტემის კაბელი აიღო და ინჟინრული გონებით გადააკეთა ყველაფერი ისე, რომ თავისი Motorola StarTAC ტელეფონი დაუკავშირა Toshiba-ს ლეპტოპს, რომელსაც ამის საშუალებით ინტერნეტთან კავშირი მისცა.

ამ ყველაფრის შემდეგ მათ მიიღეს მობილური ტელეფონით გადაღებული პირველი სურათი, რომელზეც აღბეჭდილი იყო ფილიპეს პირველი შვილი გაფართოებით 320×240-ზე, რაც შემდეგ მან 2000-მდე ახლობელს, მეგობარსა თუ ოჯახის წევრს გაუგზავნა, რომელთა გაოცებაც უსაზღვრო იყო ასეთი სწრაფი გაზიარების ფონზე. ეს იყო ფილიპეს შვილის – სოფიასა და მობილური ფოტო-კამერის დაბადება.

წლების თავდაუზოგავი შრომის შემდეგ პირველი კამერატელეფონი ფილიპემ იაპონიაში, Sharp-ისა და მობილური ოპერატორი J-Phone-ის დახმარებით შექმნა, შემდეგ ეს ინოვაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა და უკვე 2002 წლიდან ოპერატორი Sprint-ი მუშაობდა ფილიპესთან, რათა პირველი კამერა-ტელეფონი შეექმნათ ამერიკაში.

ნახეთ საოცრად ლამაზი ვიდეო, რომელიც ამ ინოვაციის 20 წლისთავისთვის შექმნეს.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts