Oppo R11 და Oppo R11 Plus: 6 ინჩიანი სმარტფონები 4000 mAh აკუმულატორებით

დაბრუნება Posts

Oppo R11 და Oppo R11 Plus: 6 ინჩიანი სმარტფონები 4000 mAh აკუმულატორებით


დღეს ჩინურმა oppo-მ მსოფლიოს ტექნლოგიურ სამყაროს თავისი ახალი ფლაგმანები Oppo R11 და Oppo R11 Plus წარუდგინა, რომლებიც Oppo R9-ის ევოლუციური გაგრძელებაა. Plus და არა-Plus მოდელებს შორის მხოლოდ ეკრანის ზომებშია სხვაობა. R11 Plus ეკრანის სიგრძე 6 ინჩს შეადგენს, გაფართოებით Full HD 1920×1080-ზე, ის დამზადებულია Amoled ტექნოლოგიით და კომპანიის თქმით, მზეში ძალიან ნათელია. ბატარეა – 4000 მილიამპერიანია, რაც შეეხება რეგულარულ მოდელს, მისი ეკრანის ზომა 5.5 ინჩია, გაფართოებით 1920×1080-ზე და აქ ეკრანის სიცოცხლისუნარიანობას 3000 მილიამპერიანი ელემენტი უზრუნველყოფს.

ახალი სმარტფონის დიზაინს რაც შეეხება, ის დამზადებულია სრულიად ალუმინისა და შუშისგან. მისი უკანა პანელი თავისი ორმაგი კამერით ძალიან წააგავს Apple iPhone 7 Plus-ს, არ ვხვდებით ინოვაციურ დიზაინს წინა პანელის შემთხვევაშიც, ის ტრადიციულად ოთხივე კუთხით საზღვრებითაა შემოფარული. სმარტფონი სისქით  7.8მმ-ია და 188 გრამს იწონის, რაც თანამედროვე სტანდარტებისათვის ცოტა დიდი რიცხვებია. სმარტფონი Snapdragon 660 ჩიპსეტზე მუშაობს, რომელიც 8 ბირთვიანია და ახალ ტექნოლოგიას Kryo 260-ს იყნებს, რაც მის წარმადობას ბევრად ზრდის. ამ მძლავრ პროცესორს კომპანიონობას Adreno 512 ვიდეო ამაჩქარებელი უწევს, რაც ეკრანზე გამოსახულების მაქსიმალურად რეალურად გადმოტანას უზრუნველყოფს. ოპერაციული სისტემა ანდროიდ 7.1-ია, რომელსაც Oppo-ს სამომხმარებლო ინტერფეისი ედება ზემოდან. 

Oppo R9-ის ერთერთი ძლიერი მხარე კამერა იყო, ტრადიციას არც ახალ სმარტფონებში უღალატეს და ფლაგმანები ორმაგი კამერებით აღჭურვეს. მათგან ერთერთი ჩვეულებრივი ლინზაა რომლის მეგაპიქსელების რაოდენობა 16-ს შეადგენს და დიაფრაგმა საკმაოდ ფართოა ის f/1.7-ის ექვივალენტია. მეროე კამერა ე.წ ტელეფოტო კამერაა რომელიც 2x ოპტიკალურ გადიდებას უზრუნველყოფს, რის მეშვეობითაც ადვილდება შორი ობიექტების აღბეჭდვა. ეს კამერა 20 მეგაპიქსელიანია, დიაფრაგმით f/2.0. საგულისხმოა ის ფაქტი რომ ორივე კამერას სეუძლია გადაიღოს 4K ვიდეო.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ Oppo-მ ნამდვილად კარგი სმარტფონი შემოგვთავაზა, რომელსაც კარგი ტექნიკური თუ ფიზიკური მონაცემები გააჩნია. სამწუხაროდ ჯერ არაა ცნობილი თუ როდის და რამდენად შევძლებთ მის შეძენას.


გააზიარე

დაბრუნება Posts