OnePlus-ის AMA-ს შეჯამება: OnePlus-ი ფანების კითხვებს პასუხობს!
გუშინ reddit-ზე კომპანია OnePlus-მა ერთგვარი ინტერვიუ ჩაატარა, რომელსაც აღნიშნულ საიტზე Ask Me Anything-ს უწოდებენ. ინტერვიუს ფორმატში, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დასვას შეკითხვა და წარმომადგენლები პასუხის გაცემას შეეცდებიან. ინტერვიუში მონაწილეობას კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი იღებდა: Carl, Vito L., Simon L., Robin Z., Bob C., Steven G., Tom Bruno.
ამ სტატიაში კი შევეცდები გადმოვცე ყველა ის საინტერესო კითხვა-პასუხი, რომლებიც გუშინ დაიწერა. მაშ ასე, დავიწყოთ:
კითხვა: რატომ გააუქმეთ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა თქვენი ძველი მოდელებისთვის? თქვენ ხომ პატარა სტარტაპი აღარ ხართ. ძალიან იმედების გამაცრუვებელია თქვენი საქციელი. მართალია, უდაოდ კარგ ტელეფონების აკეთებთ, თუმცა განახლებები მაინც აუცილებელია.
პასუხი (Carl): გვესმის თქვენი. მომხმარებლების ნდობის დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ კარლმა (რომელიც, თუ არ იცით, კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია), შეკითხვაზე უშუალოდ არ გასცა პასუხი. ამიტომ, ჯერ კიდევ უცნობია, რატომ ვეღარ მიიღეს OnePlus 2-ისა და X-ის მომხმარებლებმა Nougat განახლება, თუმცა მიზეზს ალბათ უკვე აზრი აღარ აქვს.
კითხვა:
- კამერის ლინზა საფირონისგანაა დამზადებული?
- OP5-ს ორმაგი LED განათება აქვს?
თქვენ ილაპარაკეთ იმის შესახებ, თუ რატომ არ გამოიყენეთ უჩარჩოო ეკრანი და აქ ყველაფერი გასაგებია. თუმცა, რას იტყვით წყალგამძლეობაზე, micro-SD ბარათის სლოტზე (თუმდაც ჰიბრიდულზე), USB Type-C 3.0 ან 3.1-ზე, OIS-სა და ორმაგ დინამიკებზე?
- აპირებთ OnePlus 5-ის კამერის პარამეტრების* გამოშვებას?
- იქნება OxygenOS 4.5-ის ახალი ფუნქციები (DCI-P3, ახალი ჟესტები გათიშულ ეკრანზე (S, M, W), კამერის ახალი ინტერფეისი, ვიბრაციის კონტროლი და ა.შ.) ხელმისაწვდომი OnePlus 3/3T-ისთვის?
- რატომ ხართ ოდნავ სქელი კორპუსისა და უკეთEსი ბატერეის წინააღმდეგი?
- გამოვა თუ არა Dash დამუხტვით მხარდაჭერილი power bank-ი?
- შენელდება თუ არა (ან მთლიანად შეწყდება) OnePlus 3-ისა და 3T-ის განახლებები OP5-ის გამოსვლის შემდეგ?
- ვიხილავთ თუ არა წელს OnePlus-ის სხვა მოწყობილობასაც?
პასუხი (Vito L.):
ლინზის დამცავი საფირონისგანაა დამზადებული.
OP5-ს ორმაგი LED განათება აქვს.
OP5-ში არ დავიტანეთ IP68, თუმცა ჩვენი ყველა პროდუქტი შეიცავს ელემენტარული წყალგამძლეობის მექანიზმებს ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ჩაშენებული UFS მეხსიერება micro-SD ბარათზე ბევრად უფრო სწრაფია.
უსადენო კავშირი ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე USB Type-C 3.0 და 3.1. პლიუს ამას, USB 3.0 LTE კავშირზე იქონიებს გავლენას.
OIS-ის ნაკლებობის მიზეზები:
- OnePlus 5-ის კამერა ბევრად უფრო თხელია, ვიდრე OnePlus 3/3T-ის.
- დიაფრაგმის გამო, ჩვენის ტექნოლოგიის წყალობით OIS-ის გარეშე კამერა ბევრად უფრო მკვეთრ და უკეთესი ხარისხის ფოტეობს იღებს.
- OnePlus 5-ის ახალი EIS-ი ბევრად უკეთესია ვიდეოს გადაღების დროს.
DBASS-ის ტექნოლოგიით დამზადებული ჩვენი ერთი დანამიკი ბევრად უფრო უკეთეს ხმასა და ბასს აწარმოებს, ვიდრე ორმაგი დინამიკები.
კამერის პარამეტრებს გამოვაქვეყნებთ.
ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია, ტელეფონი ხელში კარგად უნდა იგრძნობოდეს. OnePlus 5-ის ბატარეა 20%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე 3T-ის.
კითხვა:
- როდის გამოვა OxygenOS 4.5 OnePlus 3/3T-ისთვის?
- რამდენი ხანი იქნება Android O-ს განახლების მიღების დროის სხვაობა OnePlus 5-სა და 3/3T-ს შორის? კვირები? დღეები?
- OnePlus 3/3T-ისაც ისევე დაივიწყებთ, როგორც OnePlus 2-ს?
პასუხი (Robin Z.):
-
აღნიშნული ვერსიის ბეტა ანაწყობის დაფლეშვა უკვე შეგიძლიათ. ეწვიეთ OnePlus-ის ფორუმს.
-
შევეცდებით, რომ აღნიშნული მოწყობილობებისთვის Android O რაც შეიძლება მალე გამოვუშვათ.
-
არა.
როგორც იქნა, ერთი კარგი ამბავი გავიგეთ: OnePlus 3/3T დავიწყებას ისევე მალე არ მიეცემა, როგორც OnePlus 2. მოგეხსენებათ, კომპანია OP2-ის მომხმარებლებს Nougat განახლებას შეპირდა, თუმცა მათ ეს არასოდეს მიუღიათ. სულ რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოწყობილობა აღარასოდეს განახლდება.
კითხვა: რატომ იტყუებით ბენჩმარკებში?
პასუხი (Carl): სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ბენჩმარკის აპლიკაციების ჩართვის დროს, ტელეფონი ისევე მუშაობს, როგორც სხვა მძიმე პროცესების, მაგალითად, 3D თამაშების გაშვების დროს. ჩიპსეტის სრულად დატვირთვა ხდება OxygenOS-ის სხვა ნაწილებშიც, მაგალითად, მაშინ, როცა აპლიკაცია ირთვება.
ჩვენ არ ვუადვილებთ ჩიპსეტს მუშაობას, ანუ, მაგალითისთვის, არ ვცვლით ვუკლებთ მოწყობილობის გარჩევადობას. ასევე არ ვცვლით ჩიპსეტის სისწრაფეს ე.წ. overclocking-ით.
როდესაც მომხმარებელი ტელეფონს ბენჩმარკის საშუალებით ტესტავს, ჩვენ გვჯერა, რომ მას მოწყობილობის სრული პოტენციალის ნახვა უნდა. სწორედ ამიტომ ვააქტიურებთ ამ დროს ჩიპსეტს სრული დატვირთვის რეჟიმში.
ყველა OEM-ს აქვს სისტემაში სხვადასხვა პროფილები სხვადასხვა პროცესებისთვის, შეგიძლიათ თქვენით შეამოწმოთ.