Motorola Moto Z2 Play: თხელი, მსუბუქი, უკეთესი.

დაბრუნება Posts

Motorola Moto Z2 Play: თხელი, მსუბუქი, უკეთესი.


გასულ წელს განახლებულმა Motorola-მ შემოგვთავაზა თავისი ახალი, მოდულარული ტიპის Z სერიის სმარტფონები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლის მხრიდან. ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი, რომელმაც აბსოლუტური უმრავლესობა მოხიბლა, იყო საშუალო კლასის Moto Z Play. მან გული არა “გაბერილი” სპეციფიკაციებით, არამედ თავისი ენერგო-ეფექტურობითა და საშუალო კლასისთვის საუუცხო სისწრაფით შესძლო. საბედნიეროდ Motorola-მ Z სერიის გაგრძელება გადაწყვიტა და თავდაპირველად ამ ოჯახის  ყველაზე საყვარელი წევრი –  Moto Z2 Play შემოგვთავაზა. აღნიშნული მოდელი უფრო დახვეწილი და 2017 წლის მოთხოვნებთან შესაბამისია, თუმცა უარს ამბობს ყველა იმ მიღწეულ რეკორდებზე, რასაც პირველმა თაობამ მიაღწია, კერძოდ კი ბატარეის ხანგრძლივობაში.

ახალი მოდელი თავის წინამორბედთან შედარებით თითქმის ყველა ასპექტით გაუმჯობესებულია, მისი უკანა მხარე ახლა მეტალის არის, რაც დამატებით დაცულობას მატებს სმარტფონს, ამასთანავე მომხმარებელს დილის ცივი შეხებით გაუგრილებს ზაფხულის ცხელ დღეებს. განახლება შეეხო სმარტფონის ბიომეტრულ სენსორსაც. ახლა, თითის ანაბეჭდის სენსორი ოვალური ფორმისაა და დამატებითი ფუნქციებიც აქვს შეთავსებული. მასზე სხვადასხვანაირი დაჭერით ჩვენ შეგვიძლია გავააქტიუროთ გახსნილი აპლიკაციების მმართველი, დავბრუნდეთ უკან და რაც მთავარია დავბრუნდეთ სახლში. ღილაკზე დიდი ხნით დაწოლის შემთხვევაში ეკრანის ბლოკირება ხდება, რაც ამარტივებს სმარტფონის ერთ ხელით მოხმარებას. ასეთი კომფორტულობა მხოლოდ და მხოლოდ 5.99 მილიმეტრი სისქისა და 145 გრამი წონისაა.

 

სმარტფონის ეკრანს რაც შეეხება, ის კვლავ 5.5 ინჩს შეადგენს და AMOLED  ტექნოლოგიითა დამზაებული, მაგრამ როგორც Motorola-მ განაცხადა, აღნიშნული ეკრანი უფრო მეტ ფერთა სპექტრს გადმოსცემს, რაც შავს უფრო შავს ხდის და ფერებს აძლევს საშალებას, რომ ჩვენს წინაშე მთელი ბრწყინვალებით წარდგნენ. გაფართიება ტრადიციულად 1920 x 1080 ანუ FHD-ია, ფორმატიც არ არღვევს ტრადიციებს და 16:9-ზე სახითაა წარმოდგენილი. მისი სრული ტექნიკური მონაცემები კი ასე გამოიყურება:

  • ეკრანი: 5.5- ინჩიანი 1080p AMOLED
  • სისქე: 5.99მმ
  • წონა: 145გ
  • პროცესორი: Qualcomm Snapdragon 626
  • microSD ბარათის მხარდაჭერა
  • კამერა: 12 მეგაპიქსელიანი f/1.7 აპერტურითა და Dual Pixel, ლაზერული ავტოფოკუსური სისტემით
  • წინა კამერა: 5 მეგაპიქსელიანი f/2.2 აპერტურით და ორმაგი LED განათებით
  • ბატარეა: 3,000 მილიამპერი
  • წყლისგან დამცავი საფარი

 

ბატარეა არასდროს ყოფილა Moto Z Play-ის სუსტი მხარე, სუპერ ენერგოდამზოგავი Snapdragon 625 და 3510 მილიამპერიანი ბატარეა ამ სმარტფონის მომხმარებლებს ავიწყდება სატენის ადგილმდებარეობას, ის თავისუფლად უმკლავდებოდა 24 საათიან რუტინულ სამუშაოებს. სამწუხაროდ, ახალ მოდელში 15%-ით უფრო ნაკლები ბატარეაა, კერძოდ, 3000 მილიამპერიანი მოცულობამდე შემცირებული ერთეული გვაქვს, რომელსაც ასევე ძალზედ ენერგოდამზოგველი პროცესორი Snapdragon 626 უწევს კომპანიონობას, იმედი ვიქონიოთ რომ ეს დუეტი კვლავ დაგვავიწყებს სატენთან ურთიერთობის მავნე ჩვევებს.

Moto Z Play-ის თავის კლასში საუკეთესო კამერა ჰქონდა, 16მეგაპიქსელიანი სენსორი ნამდვილად საუცხოო შედეგებს დებდა. ახალ მოდელში განახლება კამერასაც შეეხო და ისედაც კარგი კამერა უკეთესი გახდა. Moto Z2 Play-ს აქვს 12 მეგაპიქსელიანი კამერა f/1.7 დიაფრაგმით, ხოლო პიქსელის ზომა საკმაოდ დიდი 1.4 µm ზომისაა. ეს უკანასკნელი ნამდვილად კარგ სურათებსა და ხარისხიან 4K ვიდეოს გვთავაზობს, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ როგორც ჩვენს სოციალურ ქსელებში, ასევე საკუთარ პროფესიულ პორტფოლიოსაც შევავსებთ. რაც შეეხება წინა კამერას, ის 5 მეგაპიქსელი გაფართოებისაა, მსგავსად მთავარი კამერისა მასაც დიდი ზომის პიქსელი აქვს, კერძოდ 1.4 µm, რაც დაბალი განათების დროს სურათს მაინც ნათელსა და გარჩევადს გამოიყვანს, მაგრამ იქ სადაც განათება სულ არაა ორმაგი განათება დაგვეხმარება საუცხოო Selfie-ის გადაღებაში.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ Motorola-მ, ნამდვილად განაახლა Z Play სმარტფონი და მომხმარებლებს საშუალება მისცა დამტკბარიყო მისი შესაძლებლობებით. მის შეძენას $499 შეძლებთ, შემდეგი კონფიგურაციით 64GB  შიდა მეხსიერება და 4GB ოპერატიული. იქნება მეორე ვარიანტიც 32GB შიდა მეხსირება და 3GB RAM-ით, რომლის ფასი სამწუხაროდ არაა ცნობილი ჯერ.


გააზიარე

დაბრუნება Posts